“მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე”..
ავტორი – მეგი კავთუაშვილი
სკოლა – ლიმუზინი – შარვალ-კოსტიუმი
მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე. შემრცხვებოდა მოსწავლეების და მათი მშობლების. რაც ჩემგან სკოლის კედლებში უნდა მიეღოთ, რეპეტიტორებისგან რომ ისწავლეს. რაშიც სახელმწიფომ მე ხელფასი გადამიხადა, იგივე ცოდნის ყიდვა მშობლებს რომ სხვაგან მოუხდათ. რა დროშიც მე უნდა მესწავლებინა, ის პერიოდი უშედეგოდ დასრულდა და დამატებითი დროის დახარჯვა მოუხდათ ბავშვებს.
ვერ წავიდოდი ბანკეტზე და ჩემ „ქეიფ-დროს ტარებაში“ კიდევ დამატებით ვერ დავახარჯვინებდი ნასესხებ ან სიმწრით ნაშოვნ ფულს მოსწავლეების მშობლებს.
გულშემოყრილი დამხვდა ჩემი სტილისტი. გამოვკითხე, რა გჭირს, ხომ მშვიდობა გაქვს-მეთქი. ჩაეცინა, ჩემი ბიჭი სკოლას ამთავრებს და საბანკეტოდ 400 – 400 ლარს აგროვებენო. დამრიგებელს უთქვამს, ყველა მასწავლებელი უნდა დავპატიჟოთ და ლიმუზინები ვიქირაოთო. თან შარვალ-კოსტიუმიც საყიდელი გვაქვს და ვის ვესესხო ფული, იმას ვფიქრობო. გლდანში ხდება ეს.
რა ბანკეტი, რა მასწავლებელი, რა ლიმუზინი, რა შარვალ-კოსტიუმი..
თუ დედამიწაზე არ ვარ „შემომილაწუნეთ“ !
კაბა, პერანგი, ფეხსაცმელი, ვარცხნილობა, მაკიაჟი და ოპერატორი – რა ღირს სკოლის ბანკეტი?
-
„მნიშვნელოვანია საკითხი – როგორ იქცევა სკოლა, თუ მოსწავლე ან მშობელი უარს ამბობს ფორმის შეძენაზე, ან მის ტარებაზე“
by განათლებული ბლოგი
-
კარდიოლოგიის რეზიდენტი: „ყურადღების მიღმა რჩება ის მიზეზები, რასაც ექთნების დეფიციტთან მივყავართ“
by განათლებული ბლოგი
-
„რეზიდენტურა საქართველოში: განათლება თუ ლეგალიზებული ექსპლუატაცია? – ჩვენთან რეზიდენტურა ბიზნესად იქცა“
by განათლებული ბლოგი