GE

მე, შენ და ჩვენ – 20 შთამაგონებელი ფრაზა რომელიც პედაგოგმა მოსწავლეებს უნდა უთხრას – ის, რაც სექტემბრიდან დაგჭირდებათ

მოსწავლეების მოტივირება მარტივი სულაც არაა, თუმცა თუ ბავშვებს სწავლის სურვილი არ აქვთ, ნებისმიერი გაკვეთილი აზრს კარგავს. ამიტომაც, პედაგოგის პირველი მიზანი მათი შთაგონება უნდა იყოს.

EDU.ARIS.GE გთავაზობთ სამოტივაციო ფრაზებს, რომლებიც ბავშვებისთვის სწავლის ხალისის დაბრუნებაში დაგეხმარებათ. ამგვარი შეტყობინებები კი სამ კატეგორიად იყოფა – მე, თქვენ და ჩვენ.

მე ანუ მოტივირებული პედაგოგი

მე აქ შენ გამო ვარ. შენი გაზრდა ჩემი სამსახურია.

მე მზად ვარ, დაგეხმაროთ თქვენ, მაგრამ ზოგჯერ მე ვერ ვაღწევ მიზანს და შეცდომებს ვუშვებ. ასე რომ, მეც მჭირდება თქვენი დახმარება.

მე არ მოგცემ დანებების უფლებას, გიბიძგებ ისე, რომ არც დაგკარგო.

ამ საკლასო ოთახში მე პასუხისმგებელი ვარ ყველასა და ყველაფერზე.  რასაც მე ვამბობ ან ვაკეთებ შესაძლოა, თქვენ უსამართლოდ მოგეჩვენოთ ან არასწორი იყოს. ასე რომ, მე ყოველთვის მზად ვარ გესაუბროთ და აგიხსნათ რაღაცები.

მე მაქვს საკმარისი გამოცდილება თუ სანდოობა, რათა  ვიზრუნო შენს წარმატებაზე. ეს მნიშვნელოვანია და არის მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მენდო.

მე მიყვარს განსხვავებული რაღაცების კეთება, ისევე როგორც თქვენ. სწავლა კი ამ სიყვარულის გაზიარებაა.

შენ

შენ შთამაგონებ მე

შენ ხარ ჩემი აქ ყოფნის მიზეზი. ეს ყველაფერი თქვენთვისაა და თუ ამას გრძნობთ, მოდით ვისაუბროთ.

შენ გაქვს შენი ამბავი. მოდი, გამოვიყენოთ თითოეული თქვენგანის ისტორია.

თქვენ ხართ შემოქმედებითი და ინტელექტუალი. სადღაც თქვენში გენიოსი ცხოვრობს. მოდით, ვიპოვოთ ის.

შენ არ ხარ სუსტი მათემატიკაში/ ისტორიაში/ მეცნიერებაში და თუ ასე ფიქრობ, იცოდე, რომ ცდები.

თქვენ საოცარი მომავალი გაქვთ და თქვენი საუკეთესო დღეები თქვენს ხელთაა, მაგრამ ხანდახან მთაზე ცოცვის დროს ბუნდოვნად ჩანს ხედი.

თქვენ სკოლისთვის არ ხართ წლის ბოლოს გამოყოლილი ქულა, ტესტის შედეგი ან წერტილი მონაცემთა ბაზაში. თქვენ ჩვენთვის ამაზე ბევრად მეტი ხართ

ჩვენ

ჩვენ ერთად ვსწავლობთ ფიქრს, სიხარულს, ცნობისმოყვარეობას…

ჩვენ ყველა საკუთარ მოგზაურობაში ვართ, მაგრამ ამ საკლასო ოთახში ერთმანეთის გარეშე დავიკარგებით.

ვისწავლოთ თავმდაბლობით. ვაღიაროთ შეცდომები და ხმამაღლა ვისაუბროთ არცოდნაზე.

ყველა ჩვენგანს აქვს ინდივიდუალური შესაძლებლობები, მაგრამ უმჯობესია, განვვითარდეთ ერთად.

ჩვენ შეგვიძლია, ვისწავლოთ არაფრისგან და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ სად ვართ და რას ვაკეთებთ.

ჩვენ ერთმანეთს არ უნდა ავუკრძალოთ შეცდომების დაშვება, რადგან შეცდომა გვაჩვენებს თუ როგორ ვისწავლოთ.

ჩვენ არასდროს დავივიწყებთ, თუ რატომ ვსწავლობთ, მაგრამ თუ ასეა, დროა ვისაუბროთ.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: teachthought

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური