GE

მე–12 კლასელთა გაცდენების გამო ექსტერნი გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრა – 2016-2017 სასწავლო წელი

2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში XII კლასის მოსწავლეების მიერ კონკრეტრული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტის გაცდენის გამო, ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადები და გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია.

რეგისტრაცია იწარმოებს – 2017 წლის 21 აპრილიდან 2017 წლის 25 აპრილის ჩათვლით.

გამოცდის ჩატარების განრიგი – გაცდენების ექსტერნის გამოცდები ჩატარდება 2017 წლის 27 აპრილიდან 2017 წლის 5 მაისის ჩათვლით.

რაც შეეხება პროცედურას, დამამთავრებელი კლასის გაცდენების ექსტერნი ჩატარდება სკოლებში. ის არ იქნება ელექტრონული და ტესტებს შეადგენს თავად სკოლა სასწავლო პროგრამის თანახმად.

საგნების მიხედვით ექსტერნი გამოცდის ჩატარების თარიღებს მოსწავლეს აცნობებს სკოლა.

2016-17 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური