მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით „თსუ მეცნიერების ფესტივალი 2025“ გაიმართა
თსუ-ში მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით „თსუ მეცნიერების ფესტივალი 2025“ – გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას კვლევითი საქმიანობით და მეცნიერების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებას.
ფესტივალს ესწრებოდნენ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ასევე თბილისისა და რეგიონების სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები.
ფესტივალის ფარგლებში თსუ ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მინერალოგიის, ზოოლოგიის, პალეონტოლოგიისა და ინოვაციების ცენტრის წარმომადგენლებმა ერთიან სივრცეში წარმოადგინეს ექსპერიმენტები, აღმოჩენები და კვლევითი პროექტები. დამთვალიერებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავად ჩაეტარებინათ ქიმიური ცდები, დაკვირვებოდნენ ფიზიკის ექსპერიმენტებს, შეესწავლათ მინერალების უნიკალური სტრუქტურა და შეეხებოდნენ პალეონტოლოგიურ ნიმუშებს.
ფესტივალის ფარგლებში დაჯილდოვდნენ ახალგაზრდა და წარმატებული მეცნიერები:
ირაკლი ჩიტაია, გიორგი თუთბერიძე, მაია გაიოზიშვილი, გიორგი ჯიბუტი, გიორგი გაფრინდაშვილი.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ და ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ნაწილი (ACS Georgian Student Chapter of TSU).
-
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
by მასმედია
-
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტი გახდება და ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდება
by მასმედია
-
რას გულისხმობს პროექტი „პროფესია პოლიციელი“, რომელსაც საჯარო სკოლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 ნოემბრიდან იწყებს
by მასმედია