GE

მედია: განათლების სამინისტროს კულტურის სამინისტრო შეუერთდება

პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სამინისტროების რაოდენობა მცირდება და საქართველოში 14-ის ნაცვლად 11 სამინისტრო იქნება. ის თუ რომელ სამინისტროებს შეეხებათ ცვლილებები, მამუკა ბახტაძე არ აკონკრეტებს, თუმცა მედიაში წინასწარი ცნობები უკვე ვრცელდება.

“ქრონიკის” ინფორმაციით, წინა სტრუქტურული ცვლილებების დროს გაერთიანებული კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამჯერად უკვე განათლების სამინისტროს შეუერთდება.

გარდა ამისა, სასჯელაღსრულების სამინისტრო, დეპარტამენტის სახით, იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება. თუმცა ამ დრომდე უცნობია ვინ უხელმძღვანელებს გაერთიანებულ უწყებას.

სავარაუდოდ, ორ ნაწილად დაიყოფა დევნილთა სამინისტრო, ფუნქციების ერთი ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს შეუერთდება, მეორე ნაწილი  კი ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეითავსებს ენერგეტიკულ თემებთან დაკავშირებულ საკითხებსაც. შეგახსენებთ, რომ წინა სტრუქტურული ცვლილების (2017 წლის დეკემბერი) შედეგად, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება.

სამთავრობო ცვლილებების შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მცირე კამათიც მოხდა, რაც ცვლილებების განხილვის პროცედურებს უკავშირდებოდა.

პარლამენტის ბიუროს დღეს მთავრობის შემადგენლობა წარედგინა. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება 20 ივნისს იგეგმება.

ახალი პრემიერი განათლების სფეროში ფუნდამენტურ რეფორმებს აანონსებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური