GE

ახალი პრემიერი განათლების სფეროში ფუნდამენტურ რეფორმებს აანონსებს

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ყოფილი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება. ამის შესახებ განცხადება მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გაკეთდა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერობის კანდიდატმა მომავალი მთავრობის ოთხი უმთავრესი პრიორიტეტი დაასახელა. მისი თქმით, აქედან ერთ-ერთი განათლების სფერო და მასში განსახორციელებელი ფუნდამენტური რეფორმები იქნება.

“მეოთხე პრიორიტეტი არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი, ეს არის, განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა. სწორედ მოტივირებული, განათლებული, სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე, და რაც მთავარია – საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს, რასაც ჰქვია საქართველოს ჩართვა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში.

სწორედ ასეთი საქართველო არის ერთადერთი და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ დავბრუნდეთ ერთიან ოჯახში. შესაბამისად, მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში, და ამსექტორის ფუნდამენტური რეფორმა უქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი”, – აღნიშნა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური