GE

მიმდინარე კვირაში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სურვილი 5000-მდე მოსწავლემ დააფიქსირა

9 დეკემბერს, სპეციალურ სისტემაში, საქართველოს მასშტაბით ონლაინ სწავლების სურვილით 4 936 მოსწავლე დარეგისტრირდა, 4 069 კი დასწრებულ სწავლებას დაუბრუნდა. ასეთია განახლებული სტატისტიკა, რომელიც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ მიაწოდა.

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სწავლების ფორმის არჩევანის შესაძლებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით, უწყვეტად აქვთ. სკოლებში კი, სადაც კორონავირუსის შემთხვევები ვლინდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს და გარკვეული პერიოდით იხურება სკოლა, ან ცალკეული კლასი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 12-15 წლის ასაკის მოზარდებში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება 3-დან 12-კვირამდე ინტერვალით განისაზღვრა. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ კოვიდსტატისტიკას, ცხრა დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 562 პირს დაუდასტურდა, 4 145 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ასევე იხილეთ:

რამდენი საბავშვო ბაღია დახურული აღსაზრდელის კოვიდინფიცირების გამო თბილისში – უახლესი სტატისტიკა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური