GE

რამდენი საბავშვო ბაღია დახურული აღსაზრდელის კოვიდინფიცირების გამო თბილისში – უახლესი სტატისტიკა

8 დეკემბრის მონაცემებით, თბილისში, ბოლო ორი თვის განმავლობაში კორონა პანდემიის გამო დახურული საბავშვო ბაღების ყველაზე დაბალი რაოდენობა დაფიქსირდა – 186 საბავშვო ბაღიდან 54 არ ფუნქციონირებს. დაახლოებით ერთი თვის წინ, ვირუსის გამო დახურული ბაღების რაოდენობა 100 ერთეულსაც კი ასცდა.

54 საბავშვო ბაღიდან, 36 მათგანის დახურვის მიზეზი დაწესებულების თანამშრომლისთვის კოვიდის დადასტურება გახდა, ერთი ბაღი დირექტორის კოვიდინფიცირების გამო დაიხურა, ხოლო 17 მათგანში კოვიდნიფექცია აღსაზრდელებს დაუდგინდათ.

საბავშვო ბაღების დახურვის კლების ტენდენციას მაინც და მაინც ოპტიმისტურად არ უყურებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში და როგორც EDU.ARIS.GE-ს უთხრეს, ამის მიზეზი ის არის, რომ ცოტა ხნის წინ დახურული საბავშვო ბაღები ერთდროულად გაიხსნა და რა იქნება ხვალ, არავინ იცის.

თბილისის ბაღების თანამშრომელთა რაოდენობა 11 ათასს აღწევს. მათ შორის, დაახლოებით 60% ორჯერადად არის აცრილი.

ასევე იხილეთ:

12-15 წლის ასაკის მოზარდებში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება 3-დან 12-კვირამდე ინტერვალით განისაზღვრა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური