„მიმიშვით, მე გავასწორებ“ – აბიტურიენტები ქართულის გამოცდის ქულას ელიან, NAEC-ი ჯერ დუმს
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების დაწყების ტრადიცია დაირღვა! – ეს კითხვა EDU.ARIS.GE-სგან რიტორიკულია, თუმცა ფაქტია, რომ 2024 წელი გასულ წლებს არ ჰგავს და აბიტურიენტებისგან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგის მოლოდინი 1-ელი აგვისტოს დილიდან უშედეგოდ გრძელდება. პირველადი, ნედლი ქულები არც 10:00 საათზე, არც 12:00-ზე და არც 14:00 საათზე გამოქვეყნებულა. აბიტურიენტების ნაწილი კი იმასაც ამბობს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ურჩიეს, ნედლი ქულების გამოქვეყნების დაწყებას, “მომავალი კვირიდან დაელოდონ”.
მოლოდინით დაზაფრული 2024 წლის გამოსაცდელები ერთმანეთის გამხნევებას და ცოტა ხუმრობასაც ცდილობენ, საკუთარ ემოციებს კი სხვადასხვა ჯგუფში გვიზიარებენ. ჩვენ რამდენიმეს წარმოგიდგენთ:
– მეც ისე ველოდები შედეგების გამოქვეყნებას, თავი “ჰაჩიკო” მგონია;
– ჩვენი ლოდინი “ფეირივით” დაუმთავრებელია;
– მეორე კურსზე გადავედი და მეც ველოდები;
– მგონი, ყველა ჩავიჭერით და გვიმალავენ;
– მიმიშვით, მე გავასწორებ, მტერი იყოს თქვენს იმედზე;
– ბარემ სამ საათსაც დაველოდოთ, არ დავნებდეთ;
– არ დავნებდეთ კი არა, ამათნაირი უპასუხისმგებლო არავინ მინახავს, ადამიანმა რომ იცოდეს ქულა როდის იდება, ეს დანაშაულია? რას თამაშობენ!;
– რუსთაველზე ხომ არ შევიკრიბოთ)));
– დაიდოოოოოოოოო;
– ჯარიც მოვიხადე და მოვედი მეგობრებო, ისევ არ არის ქართული?;
– თავიდან შემიყვანა ახლა გამოცდაზეეე, რას დავწერდი?!;
– ისე წელავენ დადებას, კი მოვასწრებდით თავიდან დაწერასაც;
– სანამ მოვა ქულები ჯარის მოხდაც შეიძლება მანამდე
– 30-ჯერ შევედი ნაეც-ზე უკვე;
– აბა სამამდე ვინები ვიცდიიით?
– რატომ აწამებენ ასე ბავშვებს რა წესია;
– ნაეკი ამბობს არ ვიცით კაცო საიდან გავრცელდა ინფორმაცია რომ დღეს იდებოდაო. ამ დროს ნაეკი ყველა წლის 1-ელ აგვისტოს: “გთავაზობთ შედეგებს”. ნეტა საიდან იყო მოლოდინი, რა საინტერესოა?! – იოანე მახარაძე, რეპეტიტორი და აბიტურიენტების ერთ-ერთი ჯგუფის ადმინისტრატორი.
შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შედეგების გამოქვეყნების დროდ აგვისტოს პირველი ნახევარი აქვს გაცხადებული, განახლებული განმარტება ჯერ არ მიგვიღია.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება