GE

მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მასშტაბური ცვლილებებია.

მინისტრის გადაწყვეტილებით, მისი ორი მოადგილე, თემურ მურღულია და ლია გიგაური თანამდებობებს ტოვებენ. ამასთან, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მისი მოადგილეების რაოდენობა მცირდება და 7-ის ნაცვლად 5 იქნება. ამასთან, თანამდებობიდან გათავისუფლდა სამინისტროს 4 სიპის ხელმძღვანელიც.

„განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის არსებითი ზრდა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა. შესაბამისად, ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილებები და თანამდებობას ტოვებენ მინისტრის მოადგილეები – თემურ მურღულია, ლია გიგაური, თამარ სანიკიძე – განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მანანა მიქაბერიძე – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, მაია მიმინოშვილი – შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას გაწეული სამუშაოსთვის“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, ლია გიგაური მინისტრის მოადგილის პოსტზე 2013 წლიდან მუშაობდა. მან მოადგილის რანგში თამარ სანიკიძის, ალექსანდრე ჯეჯელავას, მიხელ ჩხენკელისა და მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობის პერიოდში იმუშავა. რაც შეეხება თემურ მურღულიას, ის მინისტრის მოადგილის პოსტზე 2016 წელს დაინიშნა.

ამავე თემაზე:

მაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე განათლების მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა

თემურ მურღულია: თანამდებობიდან ჩემი გათავისუფლება გრიფირების პროცესს არ უკავშირდება

რატომ განახორციელა მინისტრმა მასშტაბური საკადრო ცვლილებები – მიხეილ ბატიაშვილის განმარტება

მოამზადა გიორგი ხუხიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური