GE

მოსახლეობის 22%-ს მიაჩნია, რომ პარლამენტმა განათლების საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება

საქართველოში, მოქალაქეთა 22 პროცენტს მიაჩნია, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტმა ყურადღება განათლების საკითხებზე უნდა გაამახვილოს.

შესაბამის მონაცემებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო თებერვალში ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის თანახმად აქვეყნებს.

„ახალ პარლამენტზე თუ იფიქრებთ, რომელ საკითხებზე უნდა გაამახვილოს პარლამენტმა ყურადღება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში?“, – ასე ჟღერდა კითხვა, რომლითაც ინტერვიუების დროს მოქალაქეებს მიმართეს.

საქართველოს მოქალაქეები სამ ძირითად პრიორიტეტს შორის, რომელზეც პარლამენტმა მომდევნო ერთი წლის გამავლობაში უნდა იმუშაოს განათლებას მესამე ადგილზე ასახელებენ. პირველ-მეორე ადგილს კი ეკონომიკა და ჯანდაცვა ინაწილებს.

რაც შეეხება ახალი მოწვევის პარლამენტის საქმიანობას, მოსახლეობის 36 პროცენტი უარყოფითად, 14 პროცენტი კარგად და 38 პროცენტი საშუალოდ აფასებს.

„შემოვიღოთ შეფობის პრინციპი სკოლებში“ – განათლების კომიტეტის წევრის ინიციატივა პარლამენტს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური