მოსწავლეების დისტანციურ რეჟიმში მიღებული განათლების ხარისხის მონიტორინგს სამინისტრო ამ ეტაპზე არ აპირებს
განათლების,მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სამინისტრო მუშაობს ალტერნატიულ გზებზე, რომ განათლების მიღებაში დაეხმაროს ისეთ მოსწავლეებს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ და დავალებებს ონლაინ მეთოდებით ვერ იღებენ.
„განათლების სისტემის ვალდებულებაა, რომ ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს ყველა მოსწავლისთვის, ჩვენ ამ დღეებში გვესმის და ბევრს ვსაუბრობთ, რომ დისტანციური სწავლების სხვადასხვა ფორმები არსებობს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენი სისტემა არის გამართული, მაგრამ ხელმისაწვდომობაზეა საუბარი. განათლების სამინისტრო მუშაობს ალტერნატიულ გზებზე იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს, ან ოჯახს ამ ეტაპზე არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, არ აქვს შესაბამისი ტექნიკური საშუალებები იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენს მიერ შეთავაზებულ ინტერნეტის პროგრამებზე დაერთება. ჩვენი ვალდებულებაცაა, რომ ალტერნატიული გზები შევთავაზოთ მათ. ამასთან ჩვენ ვმუშაობთ ახალ შეთავაზებაზე, რომელსაც ძალიან მალე საჯაროდ დავაანონსებთ“, -ამბობს მინისტრის მოადგილე.
ეკა დგებუაძის თქმით, სამინისტრო აკვირდება სკოლების ადმინისტრაციებს და პედაგოგებს, თუ როგორ ახერხებენ ისინი მოსწავლეებთან და მშობლებთან ელექტრონულ კომუნიკაციას. რაც შეეხება ბავშვების მიერ დისტანციურ რეჟიმში მიღებული განათლების ხარისხს, ამ პროცესის მონიტორინგს სამინისტრო ამ ეტაპზე არ აპირებს.
„კარგია რომ სისტემა დახვდა მომზადებული ამ საჭიროებას. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ელექტრონულ პლატფორმებზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმისთვის, რაც ჩვენ დღეს დაგვჭირდა, მზადება ერთი წლის წინ დავიწყეთ და ეს პროდუქტი სისტემას გააჩნია. ახლა არის საუბარი რა ხარისხით მივაწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს დისტანციური სწავლების პროგრამებს. მინდა ვთქვა, რომ სისტემა ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ეს არის საინტერესო პროცესი იმის გამოც, რომ მოგვიწია გარკვეული პროექტების დაჩქარება. ჩვენ არ გვექნება საუბარი მონიტორინგზე ამ ეტაპზე. ამჟამად არის გახანგრძლივებული არდადეგები, ეს არის თავისუფალი დრო მოსწავლისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკვირდებით როგორ აქტიურად არიან მასწავლებლები და სკოლები ამ პროცესში ჩართულები, როგორ ხდება კომუნიკაციის დამყარება მასწავლებელს, მოსწავლეს და მშობელს შორის, რამდენად აქტიურია ადმინისტრაცია. ის, თუ რა დავალებას ასრულებს მოსწავლე ამ წუთას, ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის ხარისხის შემოწმება იმიტომ, რომ ჩვენ ამ ეტაპისთვის ვსაუბრობთ არაფორმალურ განათლებაზე“, – ამბობს ეკატერინე დგებუაძე.
სამინისტროს 17 მარტის დამატებითი ინსტრუქციები სკოლებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით
განათლების სამინისტროს ახალი ინსტრუქცია სკოლებსა და მშობლებს და ელექტრონული რესურსები
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი