GE

„მოსწავლეებში კრეატიული იდეების ნაკლებობაა“ – რატომ ვერ მუშაობს სკოლებში თვითმმართველობები?

სპეციალისტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობები ცუდად მუშაობს. მათი აზრითარსებობენ გამონაკლისები, მაგრამ ესსაერთო სევდიან სურათსვერ ცვლის. Aris.ge-განათლება შეეცადა გაერკვიარა არის  პრობლემის რეალური მიზეზი და როგორია გამოსწორების გზები, რა სურთ თავად მოსწავლეებს

საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლის ერთ-ერთი მმართველი რგოლია, რომლის ფუნქციებშიც შედის რეკომენდაციების შემუშავება სკოლის შინაგანაწესის შესახებ; უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით; ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში და სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში. წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით, ქმნის სასკოლო კლუბებს.

დღესდღეობით მოსწავლეთა თვითმმართველობები ზემოთ აღნიშნულ ფუნქციებს ვერ ასრულებენ. Aris.ge- განათლების მიერ შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ ათამდე სკოლაში ვერ გვიპასუხეს შეკითხვაზე –  ბოლოს რა ინიციტივა გამოიჩინეს მოსწავლეებმარა პროექტი განახორციელეს და მიაქვთ თუ არა სკოლის დირექციასთან მოსწავლეთა პრობლემები და საჭიროებები.

როგორც გაირკვა, სკოლების უმეტესობაში მოსწავლეთა თვითმმართველობები საერთოდ არ ფუნქციონირებს. მაგალითად, თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე სკოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, „თვითმმართველობისთვის არავის სცხელა“. სკოლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათთან არსებული ცუდი პირობები თვითმმართველობის ფუნქციონირებისთვის ამ ეტაპზე  შეუთავსებელია – არ არსებობს ოთახი, სადაც მოსწავლეებს საკუთარი ინიციატივების განხილვა შეეძლებათ და ა.შ.

თბილისის #94- საჯარო სკოლაში კი გვითხრეს, რომ მათთან თვითმმართველობა მუშაობს, თუმცა განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა – მოსწავლეები  ძირითადად, კონკურსების ჩატარებისა და კლუბების შექმნის ინიციატივით გამოდიან.

რაც შეეხება ამ სკოლაში მოსწავლეების მიერ ბოლოს გამოთქმულ ინიციატივას, – ეს  იყო წიგნიერთა კლუბის შექმნა და მე-10, მე-11-12 კლასებს შორის ინტელექტუალური კონკურსის – ,,რა, სად, როდის” ჩატარება.

შეიქმნა წიგნის მოყვარულთა კლუბი ,,წიგნიერი 94″; კლუბს ჰყავს თავისი პრეზიდენტი, წევრები და აქვს ლოგო, დებულება. კონკურსის ჩატარება ,,რა, სად, როდისიგეგმება 20 მარტს“,- განუცხადეს Aris.ge-განათლებას 94- საჯარო სკოლაში.

კითხვაზემიმართავენ თუ არა თვითმმართველობის წარმომადგენლები დირექციას და მიაქვთ თუ არა მოსწავლეთა პრობლემები ან საჭიროებები სკოლის ხელმძღვანელობასთან, 94- სკოლაში გვიპასუხეს, რომ დირექციასთან თვითმმართველობის წევრები ძირითადად იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომლებიც მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობის ორგანიზებას შეეხება.

მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეებში ნაკლებია კრეატიული იდეები. ასევე პრობლემაა თავისუფალი დროის გამონახვა შეკრებებისთვის, ხშირად ვერ ახერხებენ თავშეყრას, შესაბამისად, მსჯელობას ამა თუ იმ საკითხზე და მიზნების დასახვასთვითმმართველობის  წევრები მიზეზად თავისუფალი დროის არქონას ასახელებენ“,- განუცხადა Aris.ge-განათლებას 94- საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო გახარიამ.

თბილისის #175-  საჯარო სკოლაში კი განმარტავენ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობამ რამდენიმე ინიციატივა წარმოადგინა – მათ შორის,  სკოლის ბიბლიოთეკისთვის უფრო მეტი წიგნის შეძენის საკითხი, ეზოს გამწვანება, კლუბების ჩამოყალიბება და სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებების ჩატარება.

რაც შეეხება  მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ დირექციისთვის შეთავაზებულ ბოლო ინიციატივას, როგორც  Aris.ge-განათლებას 175-ე სკოლაში განუცხადეს, ასეთი იყო სკოლის ეზოს გამწვანება.

ამავე სკოლის ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ სასკოლო თვითმმართველობა გარკვეულ ხარვეზებსაც შეიცავს და მოსწავლეების სურვილია, უფრო მეტად  ერკვეოდნენ თავიანთ უფლებამოვალეობებში.

აღნიშნულ პრობლემებზე სასაუბროდ თბილისის186-ე, მე-20, 43-ე, 114-ე და 123-ე საჯარო სკოლების დირექტორებსაც მივმართეთ, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათ შეკითხვებს საერთოდ არ უპასუხეს.

თავად სკოლის მოსწავლებთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ უმეტესობა საერთოდ არ არის ინფორმირებული სკოლაში ასეთი გაერთიანების არსებობის შესახებ.

174- საჯარო სკოლის მოსწავლე თაზო გელაშვილი აცხადებს, რომ საჯარო სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობების ინსტიტუცია მხოლოდ  ქაღალდზე არსებობს და რეალურად, არ ასრულებს იმ ფუნქციებს, რაც აკისრიააღნიშნულის მიზეზად თაზო მოსწავლეთა პასიურობასთან ერთად სკოლის ხელმძღვანელობის მიდგომასაც ასახელებს.

დიდად არავინ მოუწოდებს მოსწავლეებს რომ იაქტიურონ. მეტიც, ზოგმა საერთოდ არ იცის რომ სკოლაში ასეთი გაერთიანება შეიძლება არსებობდეს და რომ მას იდეების, პროექტების მოფიქრება და ხელმძღვანელობამდე მიტანაც შეუძლია. ჩემი აზრით, სკოლების ხელმძღვანელობამ უნდა აუხსნას მოსწავლეებს რა ფუნქცია აქვს რეალურად თვითმმართველობას, რა ტიპის ინიციატივების გამოჩენა შეუძლიათ, ვის უნდა მიმართონ ამ ინიციატივებით და როგორ უნდა მიიყვანონ ბოლომდე იდეები. ეს ყველაფერი უნდა გააცნონ ჯერ ბავშვებს და არ მგონია, რომ ამის შემდეგ  კვლავ იქნება მოსწავლეთა პასიურობა“,- ამბობს Aris.ge-განათლებასთან თაზო გელაშვილი.

მოსწავლეთა თვითმმართველობა სასკოლო ასაკიდან დემოკრატიული პრინციპების შეჩვევას ისახავს მიზნადაღნიშნულის მეშვეობით, მოსწავლეებს  საარჩევნო კულტურა უნდა ჩამოუყალიბდეთ, გაეცნონ თავიანთ უფლებებს, მიეჩვიონ სამოქალაქო აქტიურობას, პროექტების შემუშავება/განხორციელება/ლობირებასასევე უყალიბდებათ პერმანენტული კონსულტაციების გამართვის უნარი სამეურვეო საბჭოსთან და სწავლობენ  ინიციატივების პრეზენტაციის ხელოვნებასდღეს შექმნილი რეალობა კი ზემოაღნიშნულს ნაკლებად პასუხობს, რაც აჩენს ობიექტურ კრიტიკიას იმის თაობაზე, რამდენად სწორია კანონში ასეთი ჩანაწერის არსებობა, თუ ის არ, ან ვერ მუშაობს.

მოსწავლეთა თვითმმართველობების არაეფექტურობის მიზეზებსა და მისი გამოსწორების გზებზე Aris.geგანათლებასთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, განათლების ექსპერტი  მედეა სამსონია საუბრობს.

მისი თქმით, აღნიშნულის ერთ-ერთი გამომწვევი  ის არის, რომ კლასის წარმომადგენელთა და საბოლოოდ, თვითმმართველობის თავმჯდომარის არჩევაზე ხშირად გავლენას ახდენენ უფროსები (დირექცია, კლასის დამრიგებელი, სკოლის დირექციის მიერ გამოყოფილი კოორდინატორი).

რაც შეეხება მოსწავლეთა არაინფორმირებულობას მათი უფლებამოვალეობების თაობაზე, სამსონიას განმარტებითთვითმმართველობის ფუნქციების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირების მოქმედი სისტემა ცუდია, რადგან  ის ხშირად  მხოლოდ  რამდენიმე ფრაზით შემოიფარგლება  და არ ასახავს სრულ ინფორმაცის არც წინასაარჩევნო კამპანიაზე და არც საკუთრივ არჩევნების ჩატარების ფორმაზე.

არ არის გამოყენებული რეკლამირებისა და ინფორმაციის გავრცელების ისეთი საშუალებები, როგორიცაა საინფორმაციო ფურცლები, პლაკატები, ამონარიდები ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონიდან, ინფორმაციები მონაწილე პირთა და მათი  საარჩევნო პროგრამების შესახებ. არ არის შემუშავებული წარმოდგენილი პროგრამის შეფასების კრიტერიუმები. ხშირად მოსწავლის აკადემიური წარმატებებია მისი არჩევის კრიტერიუმი და არა ის, რამდენად შეუძლია მას იტვირთოს ორგანიზაციული საკითხების მოგვარება“,- განუცხადა Aris.ge-განათლებას მედეა სამსონიამ.

სპეციალისტის აზრით, არჩეული თვითმმართველობის წინაშე დგას მთელი რიგი პრობლემები –  არ არსებობს  თვითმმართველობის მარეგლამენტირებელი დოკუმენტები: წესდება, სამუშაო გეგმა და განრიგი.

აი, აქ ხშირად მოსწავლეები რჩებიან პროფესიონალური დახმარების გარეშე, რის გამოც უჭირთ ასეთი დოკუმენტების შემუშავება. სამწუხაროდ, ხშირად სკოლის ბევრ მუშაკსაც არა აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება“,-აღნიშნა სამსონიამ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ  მოსწავლეებს მოსწონთ, რომ უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ საქმიანობებში, მაგალითად მოსწავლეთა სასკოლო კლუბების ფორმირებაში, მაგრამ ხშირად ეს საქმიანობა უშედეგოა  ამის მიზეზი  კი  უფროსებში უნდა ვეძიოთ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ დამატებითი მოტივაციის გარეშე, ეს მათთვის ზედმეტი ტვირთია.

ჩემი პრაქტიკიდან, შემიძლია მოვიყვანო მაგალითი, როდესაც სკოლის მოსწავლეები ხალისით და დაუზარებლად მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეთა გაზეთის შექმნაში, მათი წარმატებული საქმიანობის თავიდათავი კი დაუზარელი, განათლებული და ავტორიტეტული მასწავლებელი გახლდათ! საკმაოდ სერიოზულ საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებას ახერხებდნენ, უშუალოდ სკოლის დირექტორის დახმარებითა და მხარდაჭერით“,- ამბობს სამსონია.

როგორც საკითხზე მუშაობისას Aris.ge-განათლებას მიერ გამოკითხულმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, ზემოთ გაშლილი პრობლემის მოგვარების უმთავრესი გზაასკოლის დირექტორებმა მეტი ყურადღება დაუთმონ როგორც თვითმმართველობებთან მომუშავე დაინტერესებულ და უნარიან პედაგოგთა მოტივაციის საკითხებს, ისე, საგანმანათლებლო აქტივობებს (სწავლების ფორმებს დანერგვას  „კოორდინატორებთანდა მოსწავლეებთან). მათი თქმითუნდა ხდებოდეს წარმატებული პროექტების გასაჯაროვება და სასკოლო ბიუჯეტში მოსწავლეთა თვითმმართველობის პროექტებისათვის სახსრების გამოყოფა.

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური