მოსწავლეთა აქცია „არა უსამართლობას!“ – „სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს, ჩხოროწყუს სამი სკოლა გაიფიცა“
მოსწავლეები და მასწავლებლები სამ საჯარო სკოლაში გაიფიცნენ. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ინფორმაცია სამეგრელოდან, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორმა მასწავლებელმა, მანანა მიქავამ მიაწოდა.
მისი ინფორმაციით, სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს და გაფიცული არიან ჩხოროწყუს რაიონის სოფლების სკოლები: ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლა, სოფელ კირცხის პირველი საჯარო სკოლა და ახუთის პირველი საჯარო სკოლა.
“გაფიცვის მიზეზი არის, რომ ახუთის პირველი საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი არ წარადგინეს. ამ ადამიანს ჰქონდა დირექტორის სტატუსი და რაიონში ყველაზე წარმატებული და მოწესრიგებული დირექტორის წარდგენა იმის გამო არ მოხდა, რომ სკოლის ხელმძღვანელი ოპოზიციური პარტიის წევრი იყო, პოლიტიკური ნიშნით არ წარადგინეს. სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს, უშუალოდ ბავშვები არიან ამ უსამართლობის წინააღმდეგ გამოსული და მათ უერთდებიან მასწავლებლები და ამ სკოლების დირექტორები”, – განგვიცხადა მანანა მიქავამ.
როგორც კირცხის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ლანა არახამიამ EDU.ARIS.GE – ს დაუდასტურა, კირცხის პირველ სკოლაში და ასევე სხვა ორ სკოლაშიც სასწავლო პროცესი ჩაშლილია და ისინი ბავშვებთან ერთად უსამართლობას აპროტესტებენ.
“მე ჩხოროწყუს მეორე სკოლაშიც ვმუშაობ, პირველი გაკვეთილი იქ მქონდა და იქაც ჩაიშალა. შემდეგ აქ, კირცხში წამოვედი და ზუსტად იგივე სიტუაციაა. ზუსტად ამ წუთებში მოვიდა ჩვენთან რესურსცენტრი და ბავშვებმა ტრაფარეტებისა და შეძახილების ფონზე გაატარეს. ბავშვების მოთხოვნა არის, რომ ისინი იბრძვიან უსამართლობის წინააღმდეგ და პოლიტიკური ნიშნით შერჩეული და დანიშნული დირექტორები არ უნდათ”, – განგვიცხადა სკოლის მასწავლებელმა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დირექტორთა წარდგენის პროცესი, მათი სერტიფიცირების შემდეგ, ოქტომბერში უნდა დაასრულოს. სამინისტრომ 5 ოქტომბერს მსურველ პირებს მოუწოდა, საკუთარი თავები სიაში გადაამოწმონ, დღეს კი ირკვევა, რომ სკოლების უმეტესობაში მხოლოდ ერთი კანდიდატია წარდგენილი, რაც სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის არჩევანს ამცირებს.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება