მოსწავლის სემესტრული შეფასებები და დაარქივებული მონაცემები – მონაცემების ნახვის ინსტრუქცია (ვიდეო)
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) აქვეყნებს ვიდეოინსტრუქციას, თუ სად და როგორ უნდა ნახოთ ელექტრონულ ჟურნალში სემესტრული შეფასება და დაარქივებული ჟურნალის მონაცემები.
EMIS-ის ცნობით, სემესტრული შეფასების სანახავად ხსნით მოდულს „ჟურნალი“, ავსებთ მოცემულ ველებს ჩემი კლასები, სხვა კლასები ან სადამრიგებლო (ჟურნალის მომხმარებლის როლის მიხედვით) კლასი, საგანი და აწვებით ღილაკს „არჩევა“. როდესაც ეკრანზე გამოჩნდება მოსწავლეების სია, გადავდივართ ჟურნალის მარჯვნივ მოცემულ ღილაკზე „სემესტრული შეფასება“, სადაც ასევე იშლება მოსწავლეთა სახელობითი სია და შეფასებები.
რაც შეეხება დაარქივებული ჟურნალის მონაცემების ნახვას, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინსტრუქციის მიხედვით, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, გადავდივართ მოდულში „ჟურნალი“. გამოდის ფანჯარა, სადაც უნდა მოვნიშნოთ „დაარქივებული ჟურნალის ნახვა“, შემდეგ ვავსებთ მოცემულ ველებს: სემესტრი, ჩემი კლასები, სხვა კლასები ან სადამრიგებლო (ჟურნალის მომხმარებლის როლის მიხედვით) კლასი, საგანი და ვაწვებით ღილაკს „არჩევა“. მასწავლებლის როლით ჩანს მხოლოდ ის საგნები, რომელსაც ასწავლიდა. ადმინისტრაციის როლით კი შესაძლებელია კლასების სრული არქივის დათვალიერება.
ასევე იხილეთ:
თუ ელექტრონულ ჟურნალში სისტემამ პაროლის ცვლილება მოგთხოვათ – დეტალური ინსტრუქცია
-
რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
ჟურნალში შეფასების კორექტირება გასული დროით – როგორ უნდა მოითხოვოს პედაგოგმა ეს უფლება
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
„განმსაზღვრელი – განმავითარებელი შეფასების კორექტირება“ – ცვლილება ელექტრონულ ჟურნალში
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა