მოსწავლისთვის გაწაფული კითხვის სწავლების პრინციპები და მეთოდები – „ხუთი თითის წესი“ და სარეკომენდაციო აქტივობები
კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე როგორც მოსწავლის, ისე პედაგოგისა და მშობლის უპირველესი გამოწვევაა. USAID-ის პროგრამის ფარგლებში მომზადებულ კრებულში, რომელიც დაწყებით საფეხურზე კითხვისა და წერის სწავლებასაც მოიცავს, გამართული/გაწაფული კითვის სწავლებისთვის აუცილებელი სტრატეგიები და კონკრეტული აქტივობები/მაგალითები გვხვდება, რომლის გამოყენებაც სწავლა-სწავლებაში ჩართულ აქტორებს პროცესს გაუადვილებს.
„კითხვა გამართულია, როცა ის მიმდინარეობს უშეცდომოდ, ადეკვატური ტემპით, გაბმულად
(უადგილო წყვეტების გარეშე) და გამომსახველობით (ინტონაციითა და სასვენი ნიშნების გათვალისწინებით). გამართული კითხვის დროს მკითხველი ჩერდება სასვენ ნიშნებთან, ერთიანი აზრის გამოკვეთით კითხულობს წინადადებებს, იყენებს ინტონაციას, პაუზებსა და მახვილებს, რაც მას ტექსტის გაგებაში ეხმარება. გარდა ამისა, ის სწრაფად, ძალისხმევის გარეშე ახერხებს ცალკეული სიტყვების ამოცნობას და ერთმანეთზე თანმიმდევრულად გადაბმას. გაუმართავი კითხვისათვის დამახასიათებელია ე. წ. “რობოტული კითხვა”, არაბუნებრივი წყვეტები, ხშირი გამეორება და თვითშესწორება, წერტილებისა და სხვა სასვენი ნიშნების იგნორირება კითხვისას“, – ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
გაწაფული კითხვის სწავლების ძირითადი პრინციპები
გაწაფული/გამართული კითხვის მახასიათებლებისა და ინდიკატორების ექსპლიციტურად გაცნობა მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა მასწავლებლისგან მიიღონ ინფორმაცია და თავადაც შეძლონ მსჯელობა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: რა არის გაწაფული კითხვა? რა მახასიათებლები აქვს გაწაფულ კითხვას? რა შეუძლია გაწაფულ მკითხველს? რა მიზნებს ვაღწევთ კითხვის გაწაფვის გზაზე?
გამართული/გაწაფული კითხვის მოდელირება
მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა თვალსაჩინოდ ნახონ, როგორია გაწაფული კითხვა. ძირითადად, მოდელის როლს მასწავლებელი ასრულებს. ზოგჯერ გამართული კითხვის დემონსტრირებას აკეთებენ მოხალისე მშობლები ან უფროსკლასელები.
გამართული/გაწაფული კითხვის მოდელირების ეფექტური აქტივობებია:
- ხმამაღლა საჩვენებელი წაკითხვა – უფროსი ხმამაღლა უკითხავს ბავშვებს საგანგებოდ
შერჩეულ ტექსტს; - აუდიოწიგნები – მოსწავლეები უსმენენ წიგნის აუდიოჩანაწერს და თან ტექსტს თვალს
აყოლებენ; - მეგობრული კითხვა – გაწაფული მკითხველი (თანაკლასელი, უფროსკლასელი, მშობელი)
უკითხავს მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს.
ზოგჯერ სასარგებლოა, რომ კლასში გაწაფული კითხვის ნიმუშების პარალელურად, გაუწაფავი კითხვის მაგალითებიც განვიხილოთ (უშეცდომოდ კითხვა და შეცდომებით კითხვა; ძალიან
სწრაფად ან ძალიან ნელა კითხვა და ადეკვატური სიჩქარით კითხვა; სიტყვა-სიტყვა კითხვა და
სიტყვების დაჯგუფებით კითხვა; გამომეტყველების გარეშე, მონოტონურად კითხვა და შესაფერისი ტონით, მახვილებით, პაუზებით კითხვა).
ინტენსიური მართული პრაქტიკა ხმამაღლა კითხვაში
მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხშირად ჩაერთონ გაწაფული კითხვის მართულ პრაქტიკაში. მართული პრაქტიკა მიმდინარეობს მასწავლებლის, თანაკლასელების ან მშობლების
დახმარებით. როგორც წესი, მართული პრაქტიკა მოიცავს მკითხველისათვის მასწავლებლისა და თანაკლასელების მიერ უკუკავშირის მიწოდებას.
- ერთობლივი კითხვა ქოროში/გუნდად – მასწავლებელი ყველა მოსწავლესთან ერთად
კითხულობს შერჩეულ ტექსტს. - ექოდ კითხვა – მასწავლებელი ხმამაღლა, მიმდევრობით კითხულობს ტექსტის მონაკვეთებს
(წინადადებას, აბზაცს, გვერდს, ქვეთავს და სხვ.). მოსწავლეები ხმამაღლა ქოროში/
გუნდად კითხულობენ ამავე მონაკვეთს. - წყვილებში კითხვა – მოსწავლეები წყვილდებიან. ყველა მოსწავლე დამოუკიდებლად, ჩუმად კითხულობს მთლიან ტექსტს. შესაძლებელია, მასწავლებელმა საჩვენებელი კითხვით ან რომელიმე მოსწავლესთან წყვილში წაკითხვის მოდელირებით დაიწყოს ეს აქტივობა. მასწავლებელი უნაწილებს ტექსტის მონაკვეთებს წყვილებს (მაგ.; პირველები წაიკითხავენ პირველ აბზაცს, მეორეები – მეორეს, პირველები – მესამეს და ა.შ.). მოსწავლეები დამოუკიდებლად, ჩუმად კითხულობენ მეწყვილისთვის წასაკითხ თითო მონაკვეთს. შემდეგ მიბრუნდებიან ერთმანეთისკენ და იწყებენ ხმამაღლა მეწყვილისთვის წაკითხვას. შესაძლებელია, თითეული მონაკვეთი ხმამაღლა ერთხელ, ორჯერ ან სამჯერაც წაიკითხონ. მსმენელი მოსწავლე ყურადღებით უსმენს, შემდეგ კი წაკითხულზე აკეთებს კომენტარს და იძლევა რჩევებს (ასრულებს მასწავლებლის/მწვრთნელის როლს.)
- კითხვა აუდიოჩანაწერის დახმარებით – მოსწავლეები თან უსმენენ ტექსტის აუდიოჩანაწერს, თან წიგნს თვალს აყოლებენ და ხმამაღლა ჰყვებიან ჩანაწერის ხმას).
- მეგობრული კითხვა – გაწაფული მკითხველი (თანაკლასელი, უფროსკლასელი, მშობელი ან სხვ.) უსმენს მოსწავლის ხმამაღლა წაკითხულს, შემდეგ აკეთებს უკუკავშირს.
სასურველია, რომ კითხვის სავარჯიშოების კეთებისას მოსწავლეებს ჰქონდეთ მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი გაგება-გააზრებაზე ორიენტირებით. ზოგადად, კითხვის უნარის გაუმჯობესებაზე ორიენტირება უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე მიზნის განსაზღვრის გარეშე ვარჯიში ან მხოლოდ კითხვის სიჩქარის გაზრდაზე ორიენტირება.
შერჩეული ტექსტების გამეორებითი კითხვა: კითხვის გაწაფვისთვის ეფექტური საშუალებაა ერთი და იმავე ტექსტის რამდენიმეჯერ ხმამაღლა წაკითხვა. თავდაპირველად შეირჩევა მოკლე და მარტივად წასაკითხი ტექსტები, რომლებიც თანდათანობით რთულდება. მოსწავლე თითო ტექსტს გამეორებით წაიკითხავს 3-ჯერ ან 4-ჯერ. 3-4-ჯერ წაკითხვა გაცილებით უკეთეს შედეგებს იძლევა, ვიდრე ორჯერ ან ოთხზე მეტჯერ.
დამოუკიდებელი პრაქტიკა და პრეზენტაცია: ბავშვებს ბევრი ვარჯიში სჭირდებათ კითხვაში გასაწაფად. პრეზენტაცია ეხმარება მოსწავლეებს
გამომეტყველებითი კითხვის დაუფლებაში.
დამოუკიდებელი ჩუმი კითხვა სკაფოლდინგით – მოსწავლეები შეარჩევენ დამოუკიდებელი კითხვის დონის ტექსტს და ჩუმად კითხულობენ. შესაძლებელია, მასწავლებელი დაეხმაროს ტექსტის შერჩევაში. ასევე შესაძლებელია ტექსტის/ წიგნის შერჩევის კრიტერიუმების ან სტრატეგიების გამოყენება (მაგ., `ხუთი თითის წესი~). კითხვის ეს სესია დაახლოებით 10-15 წუთი გრძელდება. მასწავლებელი კლასში დადის და აკვირდება კითხვის პროცესს. დროდადრო ზოგიერთ მოსწავლესთან ჩერდება და სთხოვს მას, ხმამაღლა წაუკითხოს ნაწყვეტი შერჩეული წიგნიდან. შესაძლებელია, რომ მასწავლებელმა გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული შეკითხვები დასვას,
მისცეს მითითებები ან კონკრეტული დავალება, რომელსაც მოსწავლე კითხვის დასრულების
შემდეგ შეასრულებს.
- მკითხველთა თეატრი – ტექსტის გადანაწილება და როლებში ხმამაღლა წაკითხვა
რამდენიმე მოსწავლის მიერ. - რადიოკითხვა – რადიოკითხვა არის მკითხველთა თეატრის გართულებული სახეცვლილება,
როდესაც მოსწავლე კითხულობს მთლიან ტექსტს (ან მის მონაკვეთს) კლასის წინაშე.
ასეთ დროს მთელ ტექსტს ერთი მკითხველი კითხულობს და ის ყველა როლს ირგებს. - დეკლამაცია (სასცენო კითხვა) – ეს არის მკითხველთა თეატრისა და დამოუკიდებელი ჩუმი
კითხვის კომბინაცია. მასწავლებელი წარუდგენს მოსწავლეებს ახლად შერჩეულ ტექსტს1
და ყურადღებას გაამახვილებს მის გააზრებაზე. შესაძლებელია, საჭიროებისამებრ,
მასწავლებელმა თავდაპირველად ხმამაღლა წაიკითხოს ტექსტი და წარმართოს დისკუსია
შინაარსის გარშემო.
გამართულად წაკითხვისა და გაგება-გააზრების შემდეგ მასწავლებელი შეარჩევს რამდენიმე მოსწავლეს, რომლებიც დადგამენ წარმოდგენას. იმავდროულად, სხვა მოსწავლეები საკუთარ ეგზემპლარებში თვალს აყოლებენ ტექსტს. აქტივობისთვის კარგია ლექსები და განმეორებით ქარგაზე აგებული თხრობითი ტექსტები.
ხუთი თითის წესი
- შეარჩიე წიგნის/ტექსტის დაახლოებით 100-სიტყვიანი (2-3 აბზაცი) მონაკვეთი.
- წაიკითხე ეს მონაკვეთი.
- როცა უცნობ სიტყვას შეხვდები, ასწიე ცერა თითი. როცა მეორე უცნობ სიტყვას შეხვდები, ასწიე საჩვენებელი თითი. ასე განაგრძე.
- თუ ხუთ თითს ასწევ, ეს ტექსტი რთულია. აჯობებს, თუ სხვა წიგნს წაიკითხავ.
რამდენიმე საკვანძო მეთოდური რეკომენდაცია გაწაფული კითხვის სწავლებისათვის
წააკითხეთ ყველაფერი ბავშვებს
ეს მხოლოდ წიგნებსა და დაფაზე დაწერილ წინადადებებს როდი ეხება. დაფიქრდით და გაიხსენეთ, რისი წაკითხვა გიწევთ ხოლმე თქვენ. შეიძლება, ეს იყოს აქტივობის ინსტრუქცია, წარწერა პოსტერზე, “დილის მესიჯი” და ა. შ. ხშირად შესაძლებელია, რომ თქვენ ნაცვლად ტექსტი მოსწავლემ წაიკითხოს. გამოიყენეთ ასეთი შესაძლებლობები მოსწავლეთა გაწაფული კითხვის უნარის გასავარჯიშებლად.
გაწაფული კითხვის აქტივობის ბარათები
მესამე და მეოთხე კლასებში მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ივარჯიშონ საშუალო ზომის
ტექსტების გაწაფულად კითხვაში. საშუალო ზომაში ვგულისხმობთ ისეთ ტექსტებს, რომლებიც ერთ სიტყვას ან რამდენიმესიტყვიან ფრაზას აღემატება, მაგრამ აბზაცზე მცირეა. ამგვარი ვარჯიშისთვის დაამზადეთ 2-3-წინადადებიანი საკითხავი აქტივობის ბარათები. შეგიძლიათ,
საჭიროების მიხედვით ცვალოთ ამ ბარათებზე დატანილი წინადადებების ტიპი, სტრუქტურა,
არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნები (მაგალითად, ბარათების ერთ პაკეტში შეიტანოთ წინდებულიანი და თანდებულიანი სიტყვები, მეორეში – რიგობითი რიცხვითი სახელები, მესამეში – შედარებები და ა. შ.). ამ სავარჯიშოებს მოსწავლეები მცირე ჯგუფებში ასრულებენ. შეგიძლიათ ბარათების როტაცია ჯგუფებს შორის.
ლექსები, ლექსები…
შექმენით ლექსების ანთოლოგია. შეიტანეთ ანთოლოგიაში ბავშვების საყვარელი, პოპულარული
ან ნაკლებად ცნობილი ლექსები. ყველა ბავშვს მიეცით ანთოლოგიის ეგზემპლარი. წლის განმავლობაში თითოეულმა ბავშვმა სულ მცირე ოთხჯერ უნდა წაიკითხოს ყველა ლექსი. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ წინასწარ სპეციალურად დამზადებული მოსწავლის ინდივიდუალური ცხრილები (გააკარით ცხრილები საკლასო ოთახში ან ჩადეთ მოსწავლის პორტფოლიოში). ყოველი ლექსის წაკითხვის მერე ბავშვი ცხრილის შესაბამის უჯრას მონიშნავს. უმჯობესია, თუ კვირის განმავლობაში რამდენიმე კონკრეტულ ლექსს შეარჩევთ წასაკითხად.
გაწაფული/გამართული კითხვის განმავითარებელი მეთოდები და აქტივობები იხილეთ კრებულის 133-ე გვერდიდან.
ასევე იხილეთ:
როგორ შევასწავლოთ მოსწავლეს კოსმოსი – „ეს შესანიშნავი საშუალებაა მზის ორბიტის სწავლებისთვის“
- ავტორიზებული საჯარო და კერძო სკოლების ჩამონათვალი (07.11.2024) by ARIS.GE-განათლება
- როგორ მივაღწიოთ გაწაფულ კითხვას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში – სავარჯიშოები (III- VI) by მოსწავლის მშობელს
- „სახელმწიფომ ეს უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს“ – იცნობთ ბავშვთა უფლებების კონვენციას? by მოსწავლის მშობელს