GE

მთამსვლელმა, ბექარ ფაჯიშვილმა, კსუ-ის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მყინვარწვერზე უნივერსიტეტის დროშა აღმართა

23 წლის მთამსვლელმა, ბექარ ფაჯიშვილმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მყინვარწვერზე უნივერსიტეტის დროშა აღმართა.

ბექარ ფაჯიშვილის მრავალ მიღწევაში აღსანიშნავია 2019 წელს ჰიმალაების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მთის ამა დაბლამის მწვერვალზე ასვლა (6812 მ.). ასევე 2017 წელს უშბაზე მარშრუტ ხარაკტერნიკის გავლა, რის გამოც მან გუნდის წევრებთან ერთად წლის საუკეთესო ასვლის ჯილდო „ოქროს წერაყინი“ მოიპოვა, 2018 წლის ზამთარში კი გამორჩეულად რთული ასვლა განახორციელა ჭაუხში ასათიანის სვეტის მარშრუტზე.

ბექარ ფაჯიშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანის, ოლან გოცირიძის შვილია.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური