GE

მინისტრი: „2025 წელს ყველა საგამოცდო საკითხი იქნება მხოლოდ სავალდებულო ნაწილიდან“

საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძის განმარტებით, სასწავლო პროგრამიდან არ ამოღებულა და არ შეცვლილა ის ლიტერატურა, რომელზეც მიმდინარეობს საუბარი და ისინი კვლავ რჩება სასწავლო პროგრამაში.

წულაძის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საკითხები შევა სასწავლო პროგრამის სავალდებულო ნაწილიდან.

2025 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

შედარებისთვის: 

2024 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

„ლიტერატურაშიც და ნებისმიერ სხვა დარგში არსებობს სასწავლო პროგრამის სავალდებულო და არასავალდებულო ნაწილი. 2025 წლის საგამოცდო პროგრამაში მოხვდა მხოლოდ ის ნაწარმოებები, რომლებიც არის სავალდებულო. საკითხი იდგა შემდეგნაირად: რა უნდა შეგვეტანა გამოცდებზე – საკითხები როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო ნაწილიდან თუ მხოლოდ სავალდებულოდან? ვინაიდან წინა წლებში მუდმივად უკმაყოფილებას იწვევდა, რომ არასავალდებულო ნაწილიდანაც ხდებოდა გამოცდებზე გარკვეული საკითხების შეტანა, რომლებიც მოსწავლეებს არ ჰქონდათ ისე დამუშავებული, როგორც სავალდებულო, გადაწყდა, რომ 2025 წელს ყველა საკითხი, რაც საგამოცდოდ გავა, იქნება მხოლოდ სავალდებულო ნაწილიდან.

“გვსურს, ინიციატივით მივმართოთ, რომ ის ლიტერატურა და ის ნაწარმოებები, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტული ღირებულებებისა და ფასეულობების გაღვივებას, გადავიდეს სავალდებულოდ სასწავლ ნაწილში. შესაბამისად, თუ ეს მოხდება, მომავალ წლებში, უკვე ავტომატურად ეს ნაწარმოებები შევა ასევე საგამოცდო ნაწილშიც“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

ამავე თემაზე:

„ვინც ამ პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობდა, ოდნავადაც არა აქვს წარმოდგენა, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს ლიტერატურული ტექსტი“

ქართულის სპეციალისტი საგამოცდო პროგრამაში ცვლილებებზე: „სანამ წიოკს დავიწყებდეთ, რამდენიმე „მარტივი ჭეშმარიტება“ გავიმეოროთ“

„ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვლიდან როცა ამოიღებ ილიას „ბენდიერ ერს“, განდეგილს“, გასაგებია თუ რა იდეით იმართება „განათლების“ სისტემა“

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური