NAEC: „ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოდან დაიწყება“
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულო ცენტრი 2024 წლის აბიტურიენტებისთვის განმარტებას აკეთებს და ქულების გამოცხადების დასაწყისს ასახელებს:
“აბიტურიენტთა საყურადღებოდ! ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge შესაბამის ველში კი შეიყვანოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც. გისურვებთ წარმატებას!”, – წერია 1-ელ აგვისტოს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გამოცდების ცენტრი შედეგების გამოქვეყნების ზუსტ დროს არც ამჯერად აქვეყნებს. ამ განცხადების გამოქვეყნება კი ცენტრს იმის გამო მოუწია, რომ აბიტურიენტები ქართულის შედეგებს დღეს, პირველ აგვისტოს ელოდნენ, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა და NAEC-ში მათი უამრავი შეტყობინება და ზარი შევიდა.
„მიმიშვით, მე გავასწორებ“ – აბიტურიენტები ქართულის გამოცდის ქულას ელიან, NAEC-ი ჯერ დუმს
-
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო – ყველა სიახლე, ეტაპები და საჭირო დოკუმენტები
by ARIS.GE-განათლება
-
საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს – წევრების სია
by ARIS.GE-განათლება
-
პრეზიდენტი პარლამენტში: „ჩვენი მიზანი ასეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს…“
by ARIS.GE-განათლება