GE

„ნაეკი“ უმაღლეს სასწავლებლებს აფრთხილებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს და აფრთხილებს, რომ 2022 წელს, საერთო სამაგისტრო გამოცდების მიზნებისათვის, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში უნდა შეავსოს ანკეტა 2022 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 10 თებერვლამდე.

საერთო სამაგისტრო გამოცდის მიზანია დეხმაროს უმაღლეს სასწავლებლებს იმ მაგისტრანტობის კანდიდატების შერჩევაში, რომლებსაც შესაბამის პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო შესაძლებლობები გააჩნიათ. სახელმწიფო დაფინანსება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის მიხედვით ნაწილდება.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური