„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტები ქართულ უმაღლესებში უგამოცდოდ ჩააბარებენ და სწავლა დაუფინანსდებათ”
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, პირებს ოკუპირებული ტერიტორიიდან, რომელთაც სწავლის გაგრძელება ქართულ უნივერსიტეტებში სურთ, სწავლას სახელმწიფო დაუფინანსებს.
“დღეს მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ დადგენილება, რომ სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიიდან, ვინც გამოთქვამენ სურვილს სწავლა გააგრძელონ ქართულ უნივერსიტეტებში, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ ამაში, ამიტომ, შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ სტუდენტის დაფინანსებას, ვინც ოკუპირებული ტერიტორიებიდან სურვილს გამოთქვამს რომ ისწავლოს ქართულ უნივერსიტეტებში. კონკრეტულად რომელ უნივერსიტეტებში, ეს უკვე შემდეგი ეტაპია”, – განაცხადა განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
დადგენილების მიხედვით, აღნიშნული პირები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, შესაბამისი წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის სასწავლო გრანტით განაგრძობენ სწავლას.
ამ პირობებით სარგებლობა შეუძლია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირს, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.
-
პარლამენტი განათლების სამინისტროს განმეორებით ავალებს, სახელმწიფო უწყებებს წვდომა ჰქონდეთ უმაღლესი და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებზე
by ARIS.GE-განათლება
-
ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორი: „თხრობითი ნაწილი 500-600 სიტყვამდე შევამცირეთ, VII ან X კლასელს რაში სჭირდება, ან რა საჭიროა ყველა სულთნის სწავლა?“
by ARIS.GE-განათლება
-
რა პოზიციები აქვთ ქართულ უნივერსიტეტებს THE-ის თანახმად – მსოფლიო უნივერსიტეტების 2027 წლის რეიტინგი გამოქვეყნდა
by ARIS.GE-განათლება