პროცესი დაწყებულია – 2018, 2019 და 2020 სკოლადამთავრებული ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები ჯილდოს ნოემბრის ბოლომდე მიიღებენ
დედაქალაქში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც წარჩინებულ სკოლადამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემის პროცესი უკვე დაწყებულია. როგორც დღეს, 27 ოქტომბერს, EDU ARIS.GE-ს განათლების სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში განუცხადეს, ის წარჩინებული მოსწავლეები, რომლებმაც სკოლა 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში დაამთავრეს, ოქროსა და ვერცხლის მედლებს ნოემბრის ბოლომდე მიიღებენ.
უწყების ცნობით, ნოემბრის ბოლომდე ყველა რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი იქნება უზრუნველყოფილი იმ რაოდენობის მედლებით, რაც მათ ეკუთვნით. მედლები ჯერ სკოლებს გადაეცემა, შემდეგ კურსდამთავრებულებს.
“მას შემდეგ რაც მედლები რესურსენტრებში მივა, მოსწავლეებს ან თავად სკოლები დაუკავშირდებიან, ან რესურსცენტრები. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ნოემბრის ბოლომდე. ნოემბრის ბოლომდე უკლებლივ ყველა, ვისაც აქამდე არ მიუღია, მედლებს ნოემბრის ბოლომდე მიიღებს”, – განუმარტეს EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სამსახურში.
2020-2021 სასწავლო წლის გამოშვება მედლებს სტანდარტულად მიიღებს გაზაფხულზე.
საქართველოს საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს ბოლო რამდენიმე წელია, კუთვნილი ჯილდო, ოქროს და ვერცხლის მედლები არ მიუღიათ. სხვადასხვა ხარვეზების გამო, პროცესი რამდენჯერმე გადაიდო.
ასევე იხილეთ:
რატომ არ უყვართ მოსწავლეებს მეცადინეობა – სიზარმაცე თუ უინტერესო დავალებები?
- განათლებაში ამ პროექტის განხორციელებას მთელი ყურადღება დაეთმობა – პრემიერ-მინისტრის განცხადება by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები
- ის, რაც საბავშვო ბაღის თანამშრომელმა და აღსაზრდელის მშობელმა უნდა იცოდეს – ცვლილება კანონში by ARIS.GE-განათლება