პანდემიის პირობებში, განათლებას ეროვნული მნიშვნელობის საკითხად გამოკითხულთა 11% მიიჩნევს
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI 2020 წლის დეკემბრის სოციოლოგიური გამოკითვის შედეგები გამოაქვეყნა. ეროვნული საკითხების პრიორიტეტულ ნუსხაში განათლება მე-6 ადგილს იკავებს. განათლების წინა პოზიციაზე გვხვდება კორონავირუსი (მე-5) ადგილი.
კითხვაზე რომელი ეროვნული დონის საკითხებია თქვენი და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? ჩამონათვალი ასე გამოიყურება: სამუშაო ადგილები 46%, სიღარიბე -37%, ფასების ზრდა/ინფლაცია -31%; ტერიტორიული მთლიანობა – 22%; კორონავირუსი- 16%; განათლება- 11%. (დანარჩენი მონაცემები იხილეთ გრაფიკზე):
ორგანიზაციამ საველე სამუშაოები 2020 წლის 17-24 დეკემბერის პერიოდში აწარმოა. გამოკითხვა განხორციელდა სატელეფონო ზარების მეშვეობით. ჩატარდა 2058 ინტერვიუ. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევამ, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, საქართველოს მთლიანი მოსახლეობის მოიცვა.
-
შემადგენლობა განახლდა – საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს
by ARIS.GE-განათლება
-
„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლების გაჭიანურებული მშენებლობების ფონზე, პირველ ეტაპზე 10 მოდულური სკოლა მოეწყობა – მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება
