პარლამენტის განათლების კომიტეტის 7 წევრის ბიოგრაფია და სამუშაო გამოცდილება
საქართველოს ერთპარტიულმა პარლამენტმა უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტების თავმჯდომარეები და ასევე განაწილებული არიან კომიტეტების წევრები მხოლოდ უმრავლესობის კვოტით.
EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 7-ვე წევრის ბიოგრაფიას “ქართული ოცნებიდან”:
გივი მიქანაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
განათლება
1999 წელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობა: სამართალმცოდნეობა;
2009 წული, ესექსის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო) სპეციალობა: სამართლის მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
2023 წლიდან – დღემდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2016 – 2018 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული პროფესორი; 2016 – 2018 სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორი; 2015 – 2016 ევროპის საბჭო, პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტი, პროექტის მენეჯერი; 2013 – 2015 ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის უფროსი ოფიცერი; 2013 – 2017 აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2011 – 2015 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 2010 – 2013 ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის ოფიცერი; 2009 – 2010 გაეროს განვითარების პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა“; 2009 – 2009 თბილისის მერია, აგლომერაციის განვითარების სააგენტო, უფროსის მოადგილე 2005 – 2008 იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 2005 – 2005 ეუთო-ს პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“ პროექტის დირექტორი; 2004 – 2005 ევროკავშირის პროექტი „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და გადამზადების საკითხებში; 2003 – 2004 კავშირი „ადამიანის უფლებათა საგანმანათებლო ცენტრი“ გამგეობის თავმჯდომარე; 2001 – 2002 შსს აკადემია მოწვეული ლექტორი; 2001 – 2003 კავშირი „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“ გამგეობის თავმჯდომარე; 2000 – 2001 გაეროს განვითარების პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი; 2000 – 2002 საჯარო სკოლა „ბალავარი“ პედაგოგი; 1999 – 2000 სახალხო დამცველის აპარატი, ადმინისტრაციულ საქმეთა დეპარტამენტი, რეფერენტ-იურიკონსულტი; 1999 – 1999 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, მოწვეული სპეციალისტი; 1998 – 1999 კავშირი „ადამიანის უფლებათა თბილისის საერთაშორისო სკოლა“ დირექტორი; 1997 – 1999 გრ.ხანძთელის სახელობის 1 ექსპერიმენტული სკოლის მასწავლებელი.
გივი მიქანაძის ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2005 წლის 25 ოქტომბრიდან 2008 წლის 20 იანვრამდე იკავებდა.
გიორგი ჩაკვეტაძე (პირველი მოადგილე)
განათლება
2016 წელი, კავკასიის უნივერსიტეტი სპეციალობა: სამართლის ბაკალავრი;
2017 წელი, გლაზგოს უნივერსიტეტი სპეციალობა: საერთაშორისო სამართლის მაგისტრი.
სამუშაო გამოცდილება
2017 – 2023 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, კომისიის თავმჯდომარე; 2016 – დღემდე მ.გ.პ. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2016 – 2016 საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალისტი.
გიორგი გაბუნია
განათლება
ამ მომენტისთვის ინფორმაცია არ იძებნება
სამუშაო გამოცდილება
ამ მომენტისთვის ინფორმაცია არ იძებნება
ვლადიმერ კახაძე
განათლება
1978 წელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სპეციალობა: სამკურნალო საქმე
სამუშაო გამოცდილება
2015 – 2019 კლინიკა „მზერის“ ექიმი რადიოლოგი; 2012 – 2015 შპს „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას“ ექიმი რადიოლოგი; 2006 – 2013 სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“ ექიმი ექოსკოპისტი; 2002 – 2006 შპს „ლაფორტუნადოს“ კონსულტანტი; 1998 – 2002 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე; 1993 – 1998 შპს სამედიცინო ფირმა „ლაფორტუნადოს“ პრეზიდენტი; 1992 – 1993 კოოპერატივის „ოჯახი და ჯანმრთელობა“ ექიმი ექოსკოპისტი; 1988 – 1992 რესპუბლიკური დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმი ექოსკოპისტი; 1987 – 1988 ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის კაბინეტის გამგე; 1982 – 1987 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1979 – 1981 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1972 – 1979 თბილისიდ N1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი ინტერნი; 1971 – 1972 თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკის სანიტარი.
იმედა ნიკურაძე
განათლება
2001 წელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობა: სამრეწველო პროდუქციის სტანდარტიზაცია, სერტიფიკაცია და ხარისხის მართვა;
1999 წელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობა: სამრეწველო პროდუქციის ექსპერტიზა და სერტიფიკაცია საერთაშორისო ვაჭრობაში;
2001 წელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობა: სამართალმცოდნე.
სამუშაო გამოცდილება
2017 – 2024 ააიპ “თბილისის განვითარების ფონდი”, დირექტორის მოადგილე; 2016 – 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის არქუტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე; 2015 – 2016 შპს “ელიტა ბურჯი”, ადმინისტრაციის უფროსი; 2012 – 2015 შპს “ელიტა ბურჯი”, იურისტი; 2011 – 2012 გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტი “ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის”, იურისტი; 2007 – 2010 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება “რამიშვილი და პარტნიურები”, დირექტორი; 2006 – 2016 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალობით; 2002 – 2004 შპს “საქართველოს რკინიგზის” ფილიალი საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტი – ლექტორი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
გიორგი სოსიაშვილი
განათლება
1999 წელი, ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი სპეციალობა: ქართული ენა, ლიტერატურა და ისტორია.
სამუშაო გამოცდილება
2019 – 2023 გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2019 – 2019 გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; 2016 – დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2012 – დღემდე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2011 – 2019 გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი; 2010 – 2010 გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2007 – 2012 გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2006 – 2010 გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი; 2006 – 2006 ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2002 – 2002 ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი; 2001 – 2001 ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის ლაბორანტი, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი; 2000 – 2001 სოფელ დიცის საჯარო სკოლის პედაგოგი; 2000 – 2000 გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული მრავალდარგობრივი კოლეჯის ლექტორი; 1996 – 1998 გორის მერიის გაზეთ “გორის მოამბის” კორესპონდენტი.
ნინო წილოსანი
განათლება
2003 წელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობა: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები;
2005 წელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობა: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები.
სამუშაო გამოცდილება
2012 – 2016 ვაგონმშენებელი კომპანიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი; 2008 – 2016 სს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2008 – 2012 შპს ვაგონმშენებელი კომპანიის ფინანსური კონსულტანტი; 2007 – 2008 სს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ხელფასის გან-ის უფროსი; 2004 – 2007 სს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მთავარი ბუღალტერიის გან-ის ბუღალტერი.
ასევე იხილეთ:
XI მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის შემადგენლობა – სია
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის მომავალ წელს 14 მილიონამდე ლარის დახარჯვა იგეგმება – რას გულისხმობს მთავრობის პოლიტიკა by ARIS.GE-განათლება
- 3 მილიარდ ლარზე მეტი – 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით განათლების სამინისტროს დაფინანსება კიდევ გაიზარდა by ARIS.GE-განათლება