GE

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია – წულუკიანს შალვა პაპუაშვილი ჩაანაცვლებს

არსებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.

ცვლილებების განხორციელება თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოსტზე დანიშვნამ გამოიწვია, რომელიც აქამდე განათლებისა და კულტურის გაერთიანებულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ამ მომენტისთვის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურად ითვლება. თავად წულუკიანი კი, კულტურის მინისტრის მოვალეობის შესრულებას 22 მარტიდან უნდა შეუდგეს.

ცნობილია ისიც, რომ გაიყო განათლებისა და კულტურის კომიტეტები და კულტურის კომიტეტს დეპუტატი ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური