პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი დაამტკიცეს
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. მას პარლამენტის პლენარულ სესიაზე 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული თანამდებობა თეა წულუკიანმა დატოვა და კულტურისა და სპორტის მინისტრის სავარძელში გადაინაცვლა.
მთავრობის სტრუქტურის შეცვლის შემდეგ, რის შედეგადაც განათლების და კულტურის სამინისტროები გაიყო, მსგავსი დაყოფა მოხდა პარლამენტის კომიტეტებშიც. შალვა პაპუაშვილი პარტია “ქართული ოცნების” წევრია და ასევე პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობასაც იკავებს. მისი მოვალეობა საზოგადოებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაციაა.
შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. ის, ასევე, არის ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. სხვადასხვა დროს პაპუაშვილი მუშაობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელად, კავკასიის უნივერსიტეტში.
რა წერია პარლამენტის განათლების კომიტეტის ანგარიშში – დოკუმენტი
-
შემადგენლობა განახლდა – საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს
by ARIS.GE-განათლება
-
„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლების გაჭიანურებული მშენებლობების ფონზე, პირველ ეტაპზე 10 მოდულური სკოლა მოეწყობა – მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება