პარლამენტმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ახალი თავმჯდომარე დაამტკიცა
საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, 86 ხმით არცერთის წინააღმდეგ, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი დაამტკიცა.
გიორგი ამილახვარი აქამდე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა და მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, ამილახვარი კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე წარადგინეს ჯერ ბიუროს სხდომაზე და დღეს დაამტკიცეს კიდეც.
გიორგი ამილახვარმა 2006 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით არის სამართალმცოდნე და აქვს ასამართლის დოქტორის წოდება.
სამუშაო გამოცდილება:
- 2018 – 2019 წლები, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
- 2010 – 2020 წლები, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში;
- 2008 – 2010 წლები, ლიტვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ ფილიალი საქართველოში „სავერუს ჯორჯია“ მთავარი იურისტი;
- 2007 – 2008 წლები, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარი სპეციალისტი.
ასევე იხილეთ:
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება