პარლამენტში „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის“ განხილვის ვადა 30 დღით გახანგრძლივდა
„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის“ (ზგემი) განხილვის ვადა საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით 30 დღით გახანგრძლივდა.
როგორც EDU.ARIS.GE-მ დღეს, 22 მაისს გაარკვია, განხილვის გადაწევა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ითხოვა, რომელსაც ზგემი სავალდებულოდ განსახილველად გადაეცა, რაც “ობიექტურ მიზეზთა გამო 21 მაისამდე ვერ მოხერხდა”.
დოკუმენტის განხილვის პროცესში წამყვანი კომიტეტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტია.
“გთხოვთ სავალდებულო და წამყვან კომიტეტებს დასახელებული დოკუმენტის განხილვის ვადა გაუგრძელოთ 30 დღით”, – ეწერა განათლების კომიტეტის წერილში, რომელიც პარლამენტის ბიურომ განიხილა და დააკმაყოფილა.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებაში, რომელსაც ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ვკითხულობთ: “საქართველოს პარლამენტის ბიურო ადგენს: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინადადების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი “ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის” განხილვის ვადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს (წამყვანი კომიტეტი) და იმ კომიტეტს, რომლის დასკვნაც უნდა ერთვოდეს დოკუმენტს, 2024 წლის 22 მაისიდან შესაბამისად გაუგრძელდეთ 30 დღით”.
ამავე თემაზე:
„ეს არის სკოლის მიმართ წაყენებული უმთავრესი დაკვეთა“ – რა წერია ზგემის საბოლოო დოკუმენტში
- რას და როგორ ისწავლიან სტუდენტები ამ ფაკულტეტზე – დამტკიცდა კიბერუსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by ARIS.GE-განათლება
- ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
- აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება