პატრიარქი საჯარო სკოლებში გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნების მომხრეა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის წევრებსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
აღნიშნულ შეხვედრაზე იმსჯელეს მომავალი თაობის სულიერი და ინტელექტუალური აღზრდის შესახებ. ილია II-მ პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისათვის მადლობა გადაუხადა და გაიზიარა მათი პოზიცია სასკოლო პროგრამაში იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის“ შეტანის აუცილებლობის შესახებ.
ღონისძიების დასასრულს პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელმა, გარი ჩაფიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლითა და პრემიით დააჯილდოვა.
ამავე თემაზე:
რა ტიპის ხარვეზებს ხედავენ მშობლები პირველი კლასის „დედა ენაში“ და როგორია სპეციალისტების პასუხი
მანიფესტი გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნების მოთხოვნით, – იდეალური წიგნი ჩავანაცვლეთ საშინელებით
-
შემადგენლობა განახლდა – საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს
by ARIS.GE-განათლება
-
„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლების გაჭიანურებული მშენებლობების ფონზე, პირველ ეტაპზე 10 მოდულური სკოლა მოეწყობა – მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება