პედაგოგები, მოსწავლეები, აღმზრდელები და სტუდენტები – ვისთვის გახდა სავალდებულო აცრა წითელაზე და არა მხოლოდ!
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხა. ბრძანებაში ჩამოთვლილი საქმიანობის სფეროს წარმომადგენლებისთვის სავალდებულო გახდა სხვადსხვა ტიპის აცრების ჩატარება.
მათ შორის არის:
- საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგები, აღმზრდელები და სახვა პერსონალი;
- ასევე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;
აცრის ვალდებულება დაუწესდათ იმ პირებს, ვინც დაბადებული არიან 1978 წლის შემდეგ.” წითელა/წითურა: სავალდებულოა 1978 წლის შემდეგ დაბადებული არავაქცინირებული კონტინგენტისთვის – ერთჯერადი აცრა.”
დაწესებულებების მიხედვით, განსაზღვრულია სხვა ტიპის სავალდებულო ვაქცინაციაც. მათ შორის:
- “ტეტანუსი, დიფტერია: სავალდებულოა ყველა კონტინგენტისთვის – აცრა ერთჯერადი, ყოველ 10 წელიწადში ერთხელ 55 წლის ასაკამდე.”
- “გრიპი: ყოველწლიურად სავალდებულოა მხოლოდ ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების კონტინგენტისათვის – აცრა ერთჯერადი.”
მინისტრ დავით სერგეენკოს ბრძანებაში მოცემულია ინფორმაცია ცალკეულ ვაქცინაციასთან დაკავშირებული უკუჩვენებებისა და გაფრთხილებების შესახებ. ასევე მოცემულია ინფორმაცია, თუ როგორ განისაზღვრება იმუნოდეფიციტის მქონე პირების იმუნოსუპრესიული თერაპიის შემდგომი ვაქცინაცია და სისხლის პრეპარატების გამოყენების შემდეგ ცოცხალი ვაქცინების შეყვანის ინტერვალები. ასევე მოცემულია ინფორმაცია, თუ როგორ განისაზღვრება სისხლის პრეპარატების მიმღები პირის ვაქცინაცია და ცოცხალი ვაქცინების შეყვანის ინტერვალები:
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება