„პედაგოგებისთვის სავალდებულო ტრენინგ-მოდულები სრულად გაუქმდება“ – განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება
რას შეცვლის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც კვალიფიციური ზრდისა და სტატუსის გაუმჯობესების მიზნით, მასწავლებლის სახლის ორგანიზებულ სავალდებულო ტრენინგ-მოდულებს მრავალი წელი გადიოდნენ? ამ ყბადაღებულ თემასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება მინისტრმა დღეს,12 დეკემბერს გამოაცხადა და თქვა, რომ ვითარება მომავალი წლიდან სრულად შეიცვლება.
ტრენინგ-მოდულებთან დაკავშირებით, მასწავლებლის სახლი სრულიად შეცვლის დღეს არსებულ მიდგომებს. ახალი მიდგომის თანახმად კი, 2024 წლიდან, სრულად გაუქმდება ის მრავალსაათიანი სავალდებულო ტრენინგები, რომლებსაც მოქმედი პედაგოგები გადიოდნენ.
„მასწავლებლის სახლი მთლიანად, კონცეპტუალურად შეცვლის მიდგომებს და შემდგომი წლიდან, სრულად გაუქმდება ის სავალდებულო ტრენინგ-მოდულები, რომლებიც აქამდე არსებობდა და სისტემა გადავა მასწავლებლის საჭიროების დადგენაზე, მის მოსმენაზე, უკუკავშირის მიღებაზე და იმ სერვისების შეთავაზებაზე, რომლებიც რეალურად თითოეულ მასწავლებელს სჭირდება კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ სქემის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ეს პროცესიც მოაზრებული იქნება აღნიშნულ საკითხში“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ ტრენინგებით უკმაყოფილების თაობაზე პედაგოგებსა და დარგის სპეციალისტებს ჩვენი პლატფორმის მეშვეობითაც არაერთხელ გამოუთქვამთ საკუთარი პოზიცია.
როგორ მოხდება მასწავლებლების გადამზადება, რა მოჰყვება “მასწავლებლის საჭიროების დადგენას”, რა კონკრეტულ სერვისებს შესთავაზებს სამინისტრო და მასწავლებლის სახლი პედაგოგებს ჯერჯერობით უცნობია, მინისტრს ამ დეტალების შესახებ არ უსაუბრია.
ასევე იხილეთ:
რა თქვა განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე (ვიდეო)
მოამზადა მზეო შველიძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება