პედაგოგი ქიმიის გამოცდის შემდეგ: გვიჭირს, ჩვენთან 9-წლიანი სკოლაა, გამოცდაზე კი VIII-XII კლასების მასალა ბარდება
“მასწავლებელი საკუთარ თავზე უნდა მუშაობდეს, მაგრამ იმდენ რამეს ითხოვენ ჩვენგან, რომ ფიზიკურად დრო არ გვრჩება”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს გორის მესამე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა, კასპის სოფელ კოდისწყაროს სკოლის პედაგოგმა, რომელმაც საგნის გამოცდა ქიმიაში 6 ივლისს ჩააბარა.
იზა შალუტაშვილი 7 წელია, რაც სკოლაში ასწავლის.
“იმდენ რამეს ითხოვენ ჩვენგან, დრო არ გვრჩება. ამას სახლის საქმეც ემატება. სოფელში ვცხოვრობ და მოგეხსენებათ, რომ სამუშაოებია. იქ ბაღი, იქით საქონელი და ფიზიკურად დრო არ გვრჩება. ძალიან ვიჩაგრებით ამ კუთხით, რომ საკუთარ თავზე უფრო მეტად ვიმუშაოთ. ქიმიას ვასწავლი. ჩვენთან, სამწუხაროდ, 9-წლიანი სკოლაა და VIII-IX კლასებში სწავლობენ ქიმიას. გამოცდაზე კი ბარდება სრული მერვე და მეთორმეტე კლასების მასალა. ამიტომ უფრო გვიჭირს“, – გვიხსნის მასწავლებელი.
პედაგოგი რეგიონის სკოლების მასწავლებლების კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ჩასატარებელი გაკვეთილის საათების ნაკლებობას ეხება.
“არაა მასწავლებელი დაფასებული, არ აქვთ შესაბამისი ხელფასები. მაგალითად, ქიმია ჩვენს სკოლაში ოთხი საათია, წელს მერვე კლასი აღარ გვეყოლება და მექნება მხოლოდ ორი საათი და ამ ორ საათში რა ხელფასი უნდა იყოს. ამიტომ ვცდილობთ, სერტიფიცირებულები გავხდეთ და გვექნება მეტი თანხა და მეტი სტიმულიც ახლანდელთან შედარებით”, – ამბობს იზა შალუტაშვილი.
ასევე იხილეთ:
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
ცნობილია პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეცმასწავლებლების გამოცდების განრიგი
by პროცედურები
-
მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდის ჩაბარებას ორ ქალაქში შეძლებენ – ნინო წერეთლის განმარტება
by ARIS.GE-განათლება
-
რომელ საგნებში შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები ნოემბერში – ვიდეოინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი