GE

მოსწავლეებისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის საჯარო სკოლის მასწავლებელს სასტიკი საყვედური გამოუცხადეს

რამდენიმე დღის წინ, გარეჯვირის სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა

მასწავლებლის მიერ 4 მოსწავლის შესაძლო ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

რადიო “მოზაიკის” ცნობით, მოკვლევის შედეგად ცემის ფაქტი ვერ დადგინდა.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა ბავშვების ცემის ფაქტი ვერ დაადგინა.

“ბავშვების ცემის ფაქტი ვერ დადგინდა, თუმცა გამოვლინდა ბავშვებისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი, რაზეც კომიტეტმა მასწავლებელს სასტიკი საყვედური გამოუცხადა”, – განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური