„პირველ კლასში მხოლოდ 6 წლის ბავშვები შევლენ, ცვლილებას არ ვგეგმავთ“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე EDU.ARIS.GE– ს კითხვის პასუხად ამბობს, რომ 2019 წლის 16 სექტემბერს სკოლაში მხოლოდ ის ბავშვები შევლენ, ვინც ამ დღეს უკვე ექვსი წლის იქნება.
“ამ მიმართულებით არანაირ ცვლილებას არ ვგეგმავთ, სწავლის დაწყებას შეძლებენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც უკვე იქნებიან ექვსი წლის”, – განაცხადა აბულაძემ.
მისივე თქმით, 2019-2020 სასწავლო წლისთვის სკოლაში მისაღები ბავშვების კონტინგენტი უკვე ცნობილია.
“წელს სკოლებში 57 ათას ბავშვს ველოდებით. რაც შეეხება ადგილების რაოდენობას, საჯარო სკოლებში 59 ათასამდე ადგილია მისაღები კონტინგენტი”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აქვე, EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ „2019-2020 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლას 16 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ, ვინაიდან, ახალი სასწავლო წელი 2019 წლის 16 სექტემბერს, ორშაბათ დღეს იწყება, რადგან მინისტრის ბრძანებით სწავლის დაწყების მუდმივ თარიღად განსაზღვრული 15 სექტემბერი დასვენების დღეს (კვირას) ემთხვევა და სასწავლო პროცესი კანონში არსებული ჩანაწერის თანახმად, ორშაბათს, 16 სექტემბერს უნდა დაიწყოს. კანონით კი განსაზღვრულია, რომ სკოლაში შესვლის ასაკი არის 6 წელი.
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები და ეტაპები გამოცხადდა – 2019-2020 სასწავლო წელი
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
პარლამენტი განათლების სამინისტროს განმეორებით ავალებს, სახელმწიფო უწყებებს წვდომა ჰქონდეთ უმაღლესი და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებზე
by ARIS.GE-განათლება
-
ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორი: „თხრობითი ნაწილი 500-600 სიტყვამდე შევამცირეთ, VII ან X კლასელს რაში სჭირდება, ან რა საჭიროა ყველა სულთნის სწავლა?“
by ARIS.GE-განათლება
-
რა პოზიციები აქვთ ქართულ უნივერსიტეტებს THE-ის თანახმად – მსოფლიო უნივერსიტეტების 2027 წლის რეიტინგი გამოქვეყნდა
by ARIS.GE-განათლება