პირველი საერთაშორისო სტუდენტური სტარტაპების დემო დღე საქართველოში – BTU Global ინიციატივის ახალი პროექტი
BTU Global ინიციატივის ფარგლებში, პირველად საქართველოში, სტუდენტური სტარტაპების საერთაშორისო დემო დღე გაიმართება. მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებიდან წარმოდგენილი სტუდენტური სტარტაპები, ინდუსტრიების მიხედვით კლასიფიცირებულ სტუდენტურ ჯგუფებს საქართველოდან შეხვდებიან. ახალი ბაზრების ათვისება, საერთაშორისო პარტნიორების მოძიება, საერთაშორისო ფონდებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობა – მცირედი ჩამონათვალია იმ მიზნების, რომელსაც აღნიშნული ღონისძიება მოემსახურება.
სტუდენტური სტარტაპების საერთაშორისო დემო დღის ოფიციალური პარტრნიორია ბრიტანული ჰენლის ბიზესის სკოლა, რომელიც უნივერსიტეტთა უმაღლეს ლიგაში შედის, არის ბრიტანული სამეცნიერო პარკის და BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ერთერთი თანადამფუძნებელი. საერთაშორისო დემო დღეს უერთდებიან სტუდენტური სტარტაპები და უნივერსიტეტები ევროპიდან, აშშ-დან, დუბაი და აბუ დაბიდან და ა.შ. სფეროები/ინდუსტრიები, სადაც სტარტაპები საკუთარ იდეებს წარადგენენ არის: ფინტექი, ედტექი, ფემტექი, გრინტექი, ლიგალტექი და ა.შ.
სტარტაპების რეგისტრაცია 2022 წლის თებერვალში დაიწყება.
დამატებით ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული
- საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები – უნიკალური სამაგისტრო პროგრამა რეგიონში by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU
- DevOps სამაგისტრო პროგრამა BTU-ში რეგიონის მასშტაბით უნიკალურ პროგრამად რჩება by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU
- ბიზნესის სამაგისტრო პროგრამა BTU-ში საუკეთესო მენეჯერად ჩამოყალიბებასა და საკუთარი ბიზნესის დაწყებაში დაგეხმარებათ by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU