GE

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება – წარსადგენი დოკუმენტების სია და ვადები

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2022-2023 სასწავლო წლისათვის 24 მაისს09:00 საათზე დაიწყება და 15 ივნისს 18:00 საათზე დასრულდება, ხოლო საბუთების წარდგენა 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე:

სარეგისტრაციო გვერდი

ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი:

რეგისტრაციის ინსტრუქცია

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ 20 მაისს განახლებულ ინფორმაციაში რეგისტრაციის შემდეგ სკოლაში საჭირო დოკუმენტების წარდგენის შესახებ ჩანაწერში ახალი გარემოებებიც დაემატა, კერძოდ გაჩნდა მოთხოვნა საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და უცხოურ ენაზე წარმოდგენილი დოკუმენტების თარგმნის შესახებ:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

2022-2023 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.

იხილეთ სკოლებში დარჩენილი თავისუფალი ადგილები 

მშობლისთვის საინტერესო სხვა დეტალები რეგისტრაციის პროცესში იხილეთ ბმულზე.

ამავე თემაზე:

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყება – ყველა დეტალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური