GE

პოლიციის თანამშრომელ აბიტურიენტს, რომელმაც უცხო ენის გამოცდაზე დააგვიანა, განცხადების წარდგენა შესთავაზეს

ინფორმაცია განახლებულია!

მუხიანის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში 7 ივლისს ერთ-ერთი აბიტურიენტი 5 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა. როგორც ადგილიდან EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი იუწყება, მისი თქმით, შსს-ის კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომელია და სამსახურის მორიგეობიდან პირდაპირ მოუხდა გამოცდაზე გამოცხადება.

საგამოცდო ცენტრის დაცვის სამსახურმა პირს საგამოცდო ცენტრში დარეკვა ურჩია, მას შემდეგ, რაც მან ტელეფონით ისაუბრა, მიიღო რეკომენდაცია, რომ გამოცდების ცენტრს მიმართოს განცხადებით თავისი პრობლემის თაობაზე.

,,გამოცდაზე დამაგვიანდა, რადგან ვიმყოფებოდი სამუშაო ადგილზე, კონკრეტულად გუშინდელ ღონისძიებაზე (აქცია პარლამენტთან ავტ.) და იქედან პირდაპირ მომიხდა წამოსვლა”.

აბიტურიენტმა საგამოცდო ცენტრი დატოვა. გაითვალისწინებს თუ არა შეფგასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მის განცხადებას, ჯერჯერობით უცნობია.

რა შემთხვევებში მიეცემა აბიტურიენტს უფლება, რომ ეროვნული გამოცდა დაგეგმილზე გვიან ჩააბაროს – მინისტრის ბრძანება

დღეს, 7 ივლისს აბიუტურიენტები გამოცდას კვლავ უცხო ენაში აბარებენ. აპლიკანტები საგამოცდო ტესტებს არჩევანის მიხედვით ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან რუსულ ენებში წერენ.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური