განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარის ოდენობით ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
ამის შესახებ საუბარია მთავრობის განკარგულებაში, რომელიც მიმდინარე წლის 21 აპრილით თარიღდება.
განკარგულებაში, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვკითხულობთ:
„საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ა(ა)იპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემიწარიისათვის (ს/წ: 404439247) ფინანსური დახმარების (100,000.00 (ასი ათასი) ლარი) გაწევის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ პროგრამის (პროგრამული კოდი: 32 04 05) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან“.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: საქართველოს მთავრობის განკარგულება
ასევე იხილეთ:
განათლების სამინისტრო ფინანსურ დახმარებას გაუწევს მეცნიერებათა აკადემიას – მიზანი და თანხის ოდენობა
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება