GE

პორტფოლიოს საფუძველზე სტატუსი 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე მოგენიჭებათ – ცვლილება პრემიერ-მინისტრის დადგენილებაში

17 ივნისს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით, ცვლილება შევიდა „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში.

სხვა რედაქციულ ცვლილებებთან ერთად, დადგენილებას დაემატა შემდეგი პუნქტი:

“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ იმ უფროს მასწავლებელს, რომელსაც წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს პროფესიული უნარების გამოცდა ან/და მოპოვებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და 2022-2023 სასწავლო წელს მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) არ შეუფასდათ დადებითად რომელიმე მიმართულებაში/მიმართულებებში ან შეფასების მიზნით არ წარუდგენიათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) შეუფასდება და შესაბამისი სტატუსი მიენიჭება არაუგვიანეს 2024 წლის 1 სექტემბრისა”.

გარდა ამისა, წამყვანი მასწავლებლისთვის კარიერული წინსვლის პირობა ასე ჩამოყალიბდა:

“1. წამყვან მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა, მათ შორის, განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის შედეგად დაუდასტურდებათ შეფასების ჯგუფის მიერ მინიჭებული კრედიტქულები, 2020 წლის სექტემბერში მიენიჭებათ მენტორი მასწავლებლის სტატუსი.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ იმ წამყვან მასწავლებელს, რომელსაც მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს პროფესიული უნარების გამოცდა ან/და მოპოვებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და 2022-2023 სასწავლო წელს მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) არ შეუფასდათ დადებითად რომელიმე მიმართულებაში/მიმართულებებში ან შეფასების მიზნით არ წარუდგენიათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) შეუფასდება და შესაბამისი სტატუსი მიენიჭება არაუგვიანეს 2024 წლის 1 სექტემბრისა“.

დეტალური ცვლილებების გასაცნობად იხილეთ ირაკლი კობახიძის ბრძანება.

ასევე იხილეთ:

პასუხები პედაგოგის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებაზე დასმულ კითხვებზე და განახლებული დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური