საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში
საართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.9 პროცენტით, ანუ 201.3 ლარით გაიზარდა და 2 056.7 ლარი შეადგინა.
როგორც საქსტატის მიერ 16 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 976.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით);
- მშენებლობა – 3 198.2 ლარი (გაიზარდა 5.4 პროცენტით);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 186.6 ლარი (გაიზარდა 13.5 პროცენტით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 062.9 ლარი (გაიზარდა 17.1 პროცენტით).
რაც შეეხება განათლებას, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში განათლება შესაბამის დიაგრამაზე “P” ნიშნით არის გამოსახული და ის ანაზღაურების თვალსაზრისით კვლავ ბოლო ადგილზეა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში განათლების სექტორში საშუალო თვიური ხელფასის მაჩვენებელი 1 039 ლარი იყო, 2024 წლის III კვარტალში კი 1 255 ლარია.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 2023-2024 წლების III კვარტალში:
უწყების ანგარიშით, 2024 წლის მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი – 1 650.6 ლარით, ხოლო კაცების 2 451.0 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 191.5 ლარი (13.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 217.0 ლარი (9.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: საქსტატის ანგარიში
ასევე იხილეთ:
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
