ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს ავტორიზაციის საბჭო ხელახლა განიხილავს – ილიაუნის კანცლერი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი ხელახლა უნდა განიხილონ.
ამის შესახებ ინფომაცია დღეს, 30დეკემბერს, სოციალურ ქსელში ილიაუნის კანცლერმა, ქეთევან დარახველიძემ გაავრცელა, რომელსაც ფოტოც დაურთო:
“ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. აპელაციის საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი. დიდი მადლობა აპელაციის საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის! ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. აპელაციის საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი. დიდი მადლობა აპელაციის საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის!”, – წერს ქეთი დარახველიძე.
ცნობისთვის, განათლების სამინისტროს სსიპ-ის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს პირველი გადაწყვეტილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი 6 წლის ვადით, ოღონდ ერთი წლის შემდეგ მონიტორინგის ფარგლებში ანგარიშის წარმოდგენის პირობით მიენიჭა, რასაც უნივერსიტეტი იმთავითვე უსამართლოს და დისკრიმინაციულს უწოდებდა, რის შემდეგაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააბელაციო საბჭოს მიმართა
ამავე თემაზე:
ილიაუნის რექტორი: „გვჯერა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ და ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ“
-
ახალი საათობრივი ბადე და განათლების სამინისტროს მითითებები სკოლებს – ორი დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
ავარიულობის მიზეზით სწავლის შეწყვეტის შემდეგ, 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა აქცია გამართეს
by ARIS.GE-განათლება
-
შეცვლის თუ არა მოსწავლეების შედეგებს მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოები – სპეციალისტის მიგნებები
by ARIS.GE-განათლება