პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი აბიტურიენტებს მიმართავენ
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი აბიტურიენტებს მიმართავენ:
“ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს ეროვნული გამოცდები იწყება. მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.
დარწმუნებული ვარ, თქვენი მრავალწლიანი შრომა და ძალისხმევა შესაბამის შედეგს გამოიღებს. მჯერა, ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ თქვენს მიზნებთან.
განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია. სწორედ თქვენ უნდა გადაიბაროთ ამ ქვეყნის მართვა.
კიდევ ერთხელ მთელი გულით გისურვებთ წარმატებას და საუკეთესო შედეგების მიღწევას”, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართვაში.
განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე კი აბიტურიენტებს ეუბნება, რომ საგამოცდო გარემო ჯანსაღი და კომფორტული იქნება:
“ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!
დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა ღირსეულ შედეგს გამოიღებს. თითოეული გამოცდა ახალი შესაძლებლობებისა და მომავალი წარმატებებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი და კომფორტული აკადემიური გარემო, სადაც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებთ.
მჯერა, რომ თქვენი მონდომებითა და შემართებით მიაღწევთ დასახულ მიზნებს და თქვენი ცოდნით, პროფესიონალიზმითა და მიღწევებით ასახელებთ ჩვენს სამშობლოს”.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება