GE

პრემიერი: განათლებაში მთავარი გამოწვევა სასწავლო პროგრამები და განათლების ხარისხია

ძალიან მალე წარმოგიდგენთ ახალი განათლების მინისტრის ხედვას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ განათლებაში გამოწვევები არსებობს და მათ გადასაჭრელად კარგი ხედვები გააჩნიათ.

“რაც შეეხება განათლებას, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა განათლებაში რჩება ზოგადად სასწავლო პროგრამები და განათლების ხარისხი. ამ მიმართულებით, ჩვენი ახალი მინისტრი ძალიან აქტიურად არის ჩართული და ძალიან კარგი ინიციატივები აქვს დამუშავებული. ძალიან მალე წარმოგიდგენთ მის ახალ ხედვას იგივე მასწავლებლებთან მიმართებით მას ძალიან კარგი ხედვა აქვს. მეტად უნდა დაფასდნენ ჩვენი მასწავლებლები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამ კონტექსტში მან აქცენტი გააკეთა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხზე და თქვა, რომ აუცილებელია მონიტორინგის გამკაცრება.

“აუცილებელია უფრო მეტად გამკაცრდეს უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის პროცესი. ძალიან ბევრი უნივერსიტეტი იქმნება ისე, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ ელემენტარულ სტანდარტებს. ამ დროს, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა მოქალაქემ უმაღლეს სასწავლებლებში მიიღოს შესაფერისი, შესაბამისი განათლება. ეს არის მიუღწეველი, თუ ჩვენ არ გავამკაცრეთ ამ მიმართულებით მონიტორინგი და კონტროლი. ამაზე მინისტრს აქვს კარგი ხედვები და ძალიან მალე ამ მიმართულებით გვექნება კონკრეტული პროგრესი”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ პროფესიული განათლება იქნება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და პრიორიტეტი. ამ ყველაფერს სჭირდება გადახალისება, რადგან მისი თქმით, “ზოგიერთ პროფესიულ სასწავლებელში ისეთი საგნები ისწავლება, რომლებიც საერთოდ გაუგებარია, რატომ უნდ ისწავლებოდეს”. საუბარია ოფისის მენეჯერის, ბიზნესის მენეჯმენტის და სხვა მცირე ვადიან კურსებზე.

ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, სკოლებში უნდა გაძლიერდეს სამხედრო განათლების მიმართულება და ზოგადად, მოსწავლეებმა კარგად შედგენილი პროგრამებით უნდა ისწავლონ.

ასევე იხილეთ:

დეპუტატი: ეს აბსურდია, მასწავლებლებს დაევალათ მშობლებს დაუმტკიცონ, რომ მათ შვილებს ნიშანი არ დააკლეს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური