პრემიერმა განათლების მინისტრს დავალება მისცა – „წარმოადგინეთ დეტალური გეგმა“
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მთავრობის მეთაურისგან დღეს პირველი დავალება მიიღო.
როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განაცხადა, გიორგი ამილახვარმა მომდევნო სხდომაზე დეტალური გეგმა უნდა წარმოადგინოს, თუ როგორ განხორციელდება ახალგაზრდების ანაზღაურებადი სტაჟირება როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე მუნიციპალიტეტებსა და კერძო სექტორში.
“როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტმა შარშან მიიღო კანონი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ და ეს კანონი ეფექტიან აღსრულებას საჭიროებს. ჩემი გადაწყვეტილებით, კანონის აღსრულება წელსვე დაიწყება. წელს უნდა უზღუნველვყოთ უნივერსიტეტის სულ მცირე 2-3 ათასი კურსდამთავრებულის მიერ სულ მცირე 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებმა კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება, მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებშიც გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება. მე მინდა ვთხოვო განათლების მინისტრს, ფინანსთა მინისტრთან კოორდინაციით, მთავრობსი შემდეგი სხდომისთვის უკვე წარმოადგინოთ დეტალური გეგმა, რომლის საფუძველზეც ახალგაზრდები, კურსდამთავრებულები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე მუნიციპალიტეტებში ასევე, კერძო სექტორში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე:
2024 წელს ანაზღაურებად სტაჟირებას ათასობით ახალგაზრდა გაივლის – განათლების კომიტეტის მოლოდინი
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება