პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება
2024 წლის, 4 სექტემბერს, პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება, სადაც პრემიის ფინალისტები კონკურსის ჟიურის და მასწავლებლის ეროვნული ჯიდოს ათეულთა კლუბის წევრებს თავიანთ პრაქტიკას და გამოცდილებას გაუზიარებენ. პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიერ ინიცირებული კამპანიაა, რომლის მიზანია ვეფხისტყაოსნის, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის, პოპულარიზება და სკოლებში მისი სწავლების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ექსკლუზიური მხარდამჭერია ლიბერთი.
პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფინალისტები არიან:
მაკა ბუდაღაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
ეკატერინე შვანგირაძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
საბა მელისკაური, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
მარეხი მერკვილაძე, თბილისის მიხეილ გრუშევსკის სახელობის N41 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მარიამ მჭედლიძე, თბილისის მიხეილ გრუშევსკის სახელობის N41 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
მარინე კვარაცხელია, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
თინათინ გიორგაძე, ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
ეკატერინე ქუთათელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
გიორგი ჭაუჭიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქვეშის საჯარო სკოლის და კერძო სკოლის ,,დავითიანი – მარინა გორშკოვა“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
მარინე წიკლაური, თბილისის N147 საჯარო სკოლისქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
მარიამ ღვინჯილია, რუსთავის N21 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ სამი გამარჯვებული, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე დაჯილდოვდება. პრემიის მფლობელებს ფულადი ჯილდოს სახით ლიბერთისგან 2000 – 2000 ლარი გადაეცემა, დანარჩენი ფინალისტებები კი სამახსოვრო სიგელებს და საჩუქრებს მიიღებენ.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, პრემიის მფლობელ პედაგოგებს წარუდგენს და გააცნობს საზოგადოებას და უზრუნველყოფს გამორჩეული პრაქტიკების გავრცელებას მასწავლებელთა ფართო წრეებში.
- „ბევრ ფიქრს, ბედნიერებას, სიხარულსა და სიამაყეს იტევს ეს ემოცია” – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი 4 ოქტომბრის მოლოდინში by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
- ირინა ხანთაძე: „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ფინალისტების პრეზენტაციებმა დაგვარწმუნა, რომ ამ პრემიის დაწესება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“ by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
- მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფინალისტები დასახელდნენ by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”