პრესკონფერენცია, როგორც გაკვეთილის ფორმა
ავტორი – ირმა კახურაშვილი
ახალბედა და მით უფრო გამოცდილი პედაგოგის საგაკვეთილო ჩანაფიქრი ორიგინალური და ეფექტური უნდა იყოს. სწორედ ამის მოლოდინი აქვთ მოსწავლეებს. გთავაზობთ პრესკონფერეციის ფორმის გაკვეთილის ჩარჩოს. სურვილის შემთხვევაში, მის დაგეგმვას ნებისმიერი გამოცდილების მქონე პედაგოგი შეძლებს.
მოსწავლე რჩება მოსწავლედ, მაგრამ ჟურნალისტის როლს ირგებს. ჟურნალისტური საქმიანობა კი, როგორც წესი, უნარ-ჩვევების კომპლექსია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის და მოსწავლისთვის, რომელიც საშუალება აქვს გაიაროს “პრაქტიკა” და ისწავლოს კითხვის დასმა, საუბრის დაგეგმვა, წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი თხრობა, გაანალიზება და ფაქტების სისტემატიზაცია. კლასიკური მოდელის მიხედვით, ჟურნალისტი ტაქტიანი და დიპლომატიურია, მან უნდა მოახერხოს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაც, საკითხის სხვადასხვა კუთხით წარმოჩენაც, არგუმენტირებულად მსჯელობაც და სხვისი აზრის მოსმენაც. პრესკონფერენციის ჩატარება მოსწავლეთა წინასწარ მომზადებას საჭიროებს.
მასწავლებელმა კლასს წინასწარ უნდა გამოუცხადოს, რომ გაკვეთილი უჩვეულო იქნება. ის მოსწავლეებს დავალებებს დაურიგებს. ყველა მოსწავლემ პრესკონფერენციაზე თავის როლს ითამაშებს. “როლების” ამორჩევა კენჭისყრით ხდება, რათა მოსწავლეების გულდაწყვეტა არ გამოიწვიოს. როლები ასეთია: პროდიუსერი, კრიტიკოსი ჟურნალისტები, ანალიტიკოსი ჟურნალისტები, მოპასუხენი, წამყვანები, ფოტოგრაფი, კორესპონდენტები.
ღონისძიების ორგანიზატორი პროდიუსერია. მასწავლებელს შეუძლია რედაქტორის როლი აითვისოს, მაგრამ, სინამდვილეში, პრესკონფერენციის ორგანიზებაზე პასუხს პროდიუსერი აგებს. ის ხსნის ღონისძიებას, შეკრებილებს უცხადებს რეგლამენტს და მართავს პრეს-კონფერენციას, რომ ღონისძიება პროდუქტიული აღმოჩნდეს. პროდიუსერის ადგილი ბოლო მერხზეა, ასევე, დირექტორის. ისინი თითქოს შორიდან აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში “დირიჟორობენ” სიტუაციას.
პრესკონფერენციაზე ორი წამყვანია. მათ რეპლიკებს მასწავლებელი წერს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, წამყვანებმა სცენარი ზეპირად უნდა ისწავლონ. წამყვანები სიტყვას გადასცემენ მოპასუხეებს და ჟურნალისტებს და მხარეებს შორის “ხიდს” წარმოადგენენ.
მოპასუხენი – ყველაზე მნიშვნელოვანი როლები. მოპასუხეთა რაოდენობას მასწავლებელი საზღვრავს. ისინი კარგად უნდა მოემზადონ ჟურნალისტებისა და “პაპარაცების” თავდასხმისათვის. მასალა, რომელსაც მასწავლებელი პრესკონფერენციის მთავარ თემად შეარჩევს, მოსწავლეებმა ზედმიწევნით ღრმად უნდა შეისწავლონ. მოპასუხენი კითხვებზე პასუხის ერთობლივად მოძებნიან. ასე თავის როლებს უფრო იოლად მოირგებენ.
კრიტიკოსი ჟურნალისტები – მოპასუხეთათვის განკუთვნილ კითხვებს მოამზადებენ. კითხვა ბევრი და სხვადასხვანაირი უნდა იყოს. ყველა კითხვა წინასწარ არის შეთანხმებული დირექტორთან.
ანალიტიკოსი ჟურნალისტები – საკმარისია ორი მოსწავლე. ისინი აფასებენ მოპასუხეთა მუშაობას, აქვთ უფლება გაუჩნდეთ დატებითი კითხვები ან მიმართონ კრიტიკოსებს. ყოველი თემატური ბლოკის შემდეგ მინი-შედეგები შეჯამდება.
კორესპონდენტი – მისი ამოცანაა აღწეროს მიმდინარე პრეს-კონფერენცია სტატიის სახით, რომელსაც კლასს მომავალ გაკვეთილზე წარუდგენს.
ფოტოგრაფი – ევალება შემდეგი გაკვეთილისთვის ფოტოანგარიშის მომზადება.
პრესკონფერენციისთვის ყველაზე მთვარი მოსამზადებელი პერიოდია. ყველა ჯგუფმა წინასწარ უნდა გაიროს კონსულტაცია მასწავლებელთან. მასწავლებელმა კი გაკვეთილის შესაბამის გაფორმებაზე უნდა იზრუნოს – მოსწავლეებმა თავი ნამდვილი პრესკონფერენციის მონაწილეებად უნდა იგრძნონ. ანტურაჟის შესაქმნელად ბუტაფორიული მიკროფონების დამზადებაც შეიძლება. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა “ამოისუნთქონ” გაკვეთილის მსვლელობისას სასურველია რამდენიმე პაუზის გაკეთება. პრესკონფერენციის შემდეგ, პროდიუსერი შეაჯამებეს შედეგებს და “თანამშრომლებს დააწინაურებს”, დაასახელებს ყველაზე ყურადღებიანს, ქარიზმატულს, დიპლომატიურს, ენერგიულს. ასეთი გაკვეთილის შემდეგ მასწავლებელს შეუძლია თავისუფლად დაწეროს ნიშნები და ჰკითხოს მოსწავლეებს, რა იყო მათთვის საინტერესო , პრობლემატური, რა მიიღეს ამ გაკვეთილით.
წყარო: http://mastsavlebeli.ge
იხილეთ ორიგინალი
- რა ძირითადი „საფრთხეები“ ელის სკოლაში ყველა პირველკლასელს – სწორი მიდგომები მშობლისა და პედაგოგისგან by განათლებული ბლოგი
- საკლასო „ომების“ მოგვარება, ანუ დისციპლინის კარგი მეთოდები by განათლებული ბლოგი
- როცა სასამართლო ბავშვთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს – მოსწავლის, მშობლისა და პედაგოგისთვის by განათლებული ბლოგი