„პროექტების მენეჯერი: მითები, რეალობა და შენი შანსი ამ პროფესიაში“ – CIU-ში საჯარო ლექცია გაიმართა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია, თემაზე – „პროექტების მენეჯერი: მითები, რეალობა და შენი შანსი ამ პროფესიაში“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 10 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექციას უძღვებოდა ნანა ლობჯანიძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, PMP სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი და PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის კომუნიკაციების, მარკეტინგისა და სოციალური მედიის დირექტორი.
შეხვედრის ფარგლებში, პროექტების მენეჯერის პროფესიის რეალური სპეციფიკა, გავრცელებული სტერეოტიპები და თანამედროვე შრომით ბაზარზე არსებული შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ უნარებსა და კომპეტენციებს, რომლებიც აუცილებელია აღნიშნულ სფეროში წარმატებული კარიერის დასაწყებად და განვითარებისთვის.
სპიკერმა სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა კარიერული გზის დაგეგმვის მნიშვნელობაზე, უნივერსიტეტიდან პირველი პროფესიული ნაბიჯების გადადგმის პროცესსა და იმ პრაქტიკულ გამოწვევებზე, რომლებიც პროექტების მენეჯერის საქმიანობას ახლავს თან.
ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპიკერისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ. ღონისძიებას ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე – ფასები და კრიტერიუმები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სერტიფიცირებული ექიმებისთვის CIU-ში ტრენინგი გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი