GE

პროექტი ,,ბიზნეს ანბანი’’ მოსწავლეების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტური პროექტი ,,ბიზნეს ანბანი” მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. ტრენინგები 11-15 ოქტომბერს, ონლაინრეჟიმში წარიმართება და მათში მონაწილეობის მიღება უფასოა.

სწავლების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ონლაინქვიზი და გამოვლინდება 3 გამარჯვებული. თითოეულ მათგანს საჩუქრად ილუზიების მუზეუმის 2 მოსაწვევი და ,,ბიბლუსის’’ ვაუჩერი გადაეცემა:

1-ლი ადგილი – 70 ლარიანი ვაუჩერი
მე-2 ადგილი – 50 ლარიანი ვაუჩერი
მე-3 ადგილი – 30 ლარიანი ვაუჩერი

ამას გარდა, ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, რომლებიც შავი ზღვის უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში, მათ 10%-იანი გრანტით უზრუნველყოფს.

პროექტი ,,ბიზნეს ანბანი” 2014 წლიდან ფუნქციონირებს. მისი საშუალებით, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების, კერძოდ, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტის, ბუღალტერიისა და ტურიზმის შესახებ.

ტრენინგებზე დასწრების მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა 10 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური