„პროფესიულ პროგრამებზე წელს სტუდენტებს ახალი წესით მივიღებთ“
პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვას განათლების და მეცნიერების სამინისტრო წელს ახალი წესით განახორციელებს, რომელთან დაკავშირებითაც სამუშაოები მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში დასრულდება.
ამის შესახებ სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, თამარ სამხარაძემ პარლამენტის განათლების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც „პროფესიული განათლების შესახებ, ახალი კანონის დანერგვის პროცედურებზე მსჯელობენ.
„პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების ჩარიცხვის წესი მომზადებულია, წელს ამ ახალი წესით მივიღებთ სტუდენტებს, ტექნიკური დეტალების შემუშავება მიმდინარეობს სისტემის შიგნით და ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმდინარეობდა მსჯელობა, ამ ნაწილში მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში სამუშაო პროცესი დასრულდება,“ – განაცხადა თამარ სამხარაძემ.
EDU.ARIS.GE შეეცდება დააზუსტოს რას გულისხმობს ახალი წესი.
-
არაერთ ქვეყანაში დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებლების 9.1% სერტიფიკატის გარეშე მუშაობს, 6.4%-მა კი პროფესია მიატოვა – OECD
by ARIS.GE-განათლება
-
უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმა დააანონსა საფრანგეთის მთავრობამ – ცვლილებები და 4 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური პაკეტი
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მასწავლებლებს მიმართავს
by ARIS.GE-განათლება