პროფესიული კოლეჯების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დამტკიცებაზე ხარისხის ცენტრი დამატებით ინფორმაციას ავრცელებს
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დამტკიცების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დამტკიცდა. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები მომზადდა კანონის “პროფესიული განათლების შესახებ” შესაბამისად და დაეფუძნა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ჩარჩოს, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
ახალ სტანდარტებში გაწერილია ცვლილებები, რომლებიც ცენტრის განმარტებით წელიწადნახევრის განმავლობაში მზადდებოდა და რომელთა განხორციელება ეტაპობრივად უნდა მოხდეს.
“ახალი სტანდარტების საფუძველზე, დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსთან ერთად, შეფასდება კოლეჯის სტრატეგიული ხედვა, სტუდენტური სერვისები, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები და მეტი აქცენტი გაკეთდება პროგრამის ხარისხზე.
ექსპერტთა მხრიდან დაწესებულების შეფასების მიდგომა და, ზოგადად, პროცედურა ხდება კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული. ნაცვლად ხისტი, ორდონიანი შეფასებისა, ინერგება მოქნილი და კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული ოთხდონიანი შეფასების სისტემა, რაც სტანდარტებთან ნაწილობრივ ან მეტწილ შესაბამისობასაც ითვალისწინებს.
კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ავტორიზაციის დებულება მთლიანად გადამუშავდა პროფესიული განათლების ნაწილში და, სხვა მნიშვნელოვან სიახლეებთან ერთად, გაითვალისწინა პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის ინტეგრირების შესაძლებლობა. შედეგად, კოლეჯებს უკვე შეუძლიათ ცენტრს მიმართონ საშუალო პროფესიული პროგრამების ავტორიზაციისთვის და საბაზო განათლების (მე-9 კლასი) მქონე სტუდენტებს, პროფესიის შესწავლასთან ერთად, სრული ზოგადი განათლებაც მიაწოდონ.
აღნიშნული ცვლილებები წელიწადნახევრის განმავლობაში მზადდებოდა და მასში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა იყო უზრუნველყოფილი. პროცესში მონაწილეობდნენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ავტორიზაციის საბჭოების, ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.
სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ცენტრი გეგმავს მნიშვნელოვან ღონისძიებებს ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის, საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, ავტორიზაციის ექსპერტთა სერტიფიცირების მიმართულებით”, – ვკითხულობთ ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორი იქნება პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი მოდელი და სისტემა – რაზე მუშაობს სამინისტრო
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება